იპოთეკური სესხის გაცემის წესი შეიცვალა - ვინ როგორ აიღებს სესხს, ნახეთ დეტალები

იპოთეკა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი შეიცვალა

იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა.

„ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ცვლილებები ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ და მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს.

„საპროცენტო განაკვეთის შოკის გათვალისწინება, საუბარია, 3%-იან შოკზე, ეხება ცვლად განაკვეთიან სესხებს, რომელთა დიდი ნაწილიც იპოთეკური სესხებია, რომელიც რეფინანსირებაზეა მიბმული. მაგალითისთვის, თუ თქვენ იღებთ სესხს 7%-ში 10 წლის ვადით და თქვენი ყოველთვიური გადასახდელი გადაითვლება და გამოგივათ 100 ლარი გადასახდელი. ამ შემთხვევაში ყოველთვიური გადასახდელი ანგარიშდება 10%-ზე, ანუ ცვლად განაკვეთიან სესხზე. რეალურად, 10%-ში გადაითვლება დღეის მდგომარეობით, ლარში საკმაოდ მაღალია საპროცენტო განაკვეთი და აღნიშნული შოკის გათვალისწინება, თან შემოსავლის კოეფიციენტიც საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ლარში მოახდენს ეფექტს თუმცა დიდად არა, ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილი.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრად ნაკლებია შემოსავლის კოეფიციენტი. მეორე საკითხია ის, რომ 15 წლიდან 10 წლამდე შეიზღუდა იპოთეკური სესხების დრო და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, კიდევ უფრო გამკაცრებას. პრაქტიკულად, ყველა ამ გადაწყვეტილებით დიდი რაოდენობით ადამიანები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ სესხი აეღოთ უცხოურ ვალუტაში, ეს შესაძლებლობა შეეზღუდებათ. ან იმდენად მცირე თანხას მიიღებენ, რომ შეიძლება საინტერესოც აღარ იყოს. ყველაზე მეტად შეეხება საშუალო შემოსავლის პირებს,“ - ამბობს ძნელაძე.