რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. პროცესს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძეც ესწრებოდა.
„პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი. როცა პროკურორი ხსნიდა სხვადასხვა ფაილს, გაიხსნა ერთ-ერთი, რამდენიმეწამიანი ფაილი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი.
დაცვის მხარეს ჰყავდა ორი მოწმე წარმოდგენილი. მათ უნდა დაედასტურებინათ, რომ, გიორგი მალანია რომ არ დაეჭირათ, არსად არ გაიქცეოდა. ისინი იყვნენ უაზრო მოწმეები, რომელიც მოხსნა დაცვის მხარემ. ეს ორი მოწმე სასამართლო პროცესზე არ ყოფილა. ასევე, იყო ექსპერტი, რომელმაც ზუსტად ის თქვა, რაც ბრალდების მხარის მოწმე ექსპერტებმა, რადგან ექსპერტს აქვს ფაქტობრივი ცოდნა კონკრეტული საკითხის ირგვლივ,“- აცხადებს ეკა კუპატაძე.