ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

ღარიბაშვილი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. შესაბამისი შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის მიხედვით, საქმე თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, სხდომაზე კი მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დაიკითხებიან, სადაც, შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებები გაჟღერდეს.

სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. პროკურატურა ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕