რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანის შეძენამდე სესხის აღების დროს?

სესხი

მანქანის ყიდვა, ალბათ, თქვენი მნიშვნელოვანი ინვესტიციების სიაში, მეორე ადგილზეა სახლის ყიდვის ან ბიზნესის წამოწყების შემდეგ. რამდენადაც ხშირად გამოიყენებთ ახალ მანქანას სამსახურში, მაღაზიაში, მეგობრის სახლში წასასვლელად, საკუთარი მანქანის ფლობის პრაქტიკული მოთხოვნილება, ასევე, ხშირად მოითხოვს ავტო სესხის აღებას. რა თქმა უნდა, ნაღდი ფულის გადახდა იდეალური იქნებოდა, თუმცა, ხშირად, ეს შეუძლებელი ვარიანტია.

რა უნდა იცოდეთ სესხის აღებამდე?

ავტო სესხი გეხმარებათ, რომ თქვენი მთლიანი დანაზოგი ახალი მანქანის ყიდვისთვის არ ამოწუროთ. თუმცა, სანამ მანქანისთვის   მიკროსესხი დაგიმტკიცდებათ, ინფორმაცია სწორად უნდა მოიძიოთ.

ცხადია, სესხებს ერიცხება პროცენტი დროთა განმავლობაში, ამიტომ გარიგების დადებამდე, უნდა იცოდეთ ავტო სესხის განაკვეთები, თქვენი იდეალური ყოველთვიური გადახდის დღე და თანხის რაოდენობა და თქვენი, როგორც მსესხებლის პასუხისმგებლობა.

თუ ავტო სესხი სწრაფად გჭირდებათ, სანდო ბანკისგან, ჩვენ “ლიბერთი ბანკს” გირჩევთ.

“ლიბერთი ბანკთან” ერთად, აიღე ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე.

• სესხის თანხას მიიღებთ 45 წუთში 
• სესხის აღება შესაძლებელია როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილის უზრუნველყოფით 
• სესხით სარგებლობის პერიოდში ავტომობილი რჩება თქვენს საკუთრებაში, მართვის უფლებით
რა არის სესხი ავტომობილისთვის?

ავტო სესხი შეიძლება იყოს დამაბნეველი - განსაკუთრებით თუ პირველად გიწევთ მანქანის ასე შეძენა. დაწყებული საპროცენტო განაკვეთებიდან, დასრულებული წინასწარ შეტანამდე, ბევრი რამ უნდა გესმოდეთ. მაგრამ რაც უფრო კარგად გესმით ავტო დაფინანსება, მით უფრო მზად იქნებით საუკეთესო გარიგებაზე მოლაპარაკებისთვის.

როდესაც ხელთ არ გაქვთ ნაღდი ფული ახალი მანქანის შესაძენად, ავტო სესხი ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ - იქნება ეს მანქანა ახალი თუ მეორადი. როდესაც იღებთ ავტო სესხს, სესხულობთ ფულს კრედიტორისგან მანქანის შესაძენად.

ამ დროს, თანახმა ხართ, დააბრუნოთ თანხები განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში და დაამატოთ დარიცხული საკომისიო და პროცენტი.

როგორ ხდება ავტო სესხისთვის გადახდა?

სესხის თანხა უბრუნდება კრედიტორს ყოველთვიური განვადებით, რომელსაც ეწოდება სესხის გადახდა. თქვენი ყოველთვიური გადახდა დამოკიდებული იქნება სესხის ოდენობაზე, სესხის ვადაზე და პროცენტზე, რომლის გადახდაც მოგიწევთ სესხის მსვლელობისას.

სესხის ხელშეკრულება დაყოფილია სესხის ძირითად და პროცენტად, ნებისმიერ, არჩევით დანამატებთან ერთად.

უფრო გრძელვადიან სესხებს, როგორიცაა60-თვიანი ან 72-თვიანი სესხები, შეუძლია ყოველთვიური გადასახადის შემცირება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გრძელი სესხის ვადით, თქვენ შეიძლება, საბოლოოდ, მეტის გადახდა მოგიწიოთ.

მოდით, შევადაროთ $20,000 სესხი 3.75% საპროცენტო განაკვეთით, ორი განსხვავებული სესხის პირობებში. გაითვალისწინეთ, რომ ეს გაანგარიშება არ შეიცავს გაყიდვების მოქმედ გადასახადს.

მიუხედავად იმისა, რომ სესხის უფრო გრძელი ვადა ამცირებს თქვენს ყოველთვიურ ხარჯებს, თუ გადაწყვეტთ სესხის დაბრუნებას ხუთ წელიწადში სამი წლის ნაცვლად, თქვენ გადაიხდით დამატებით 788 აშშ დოლარს პროცენტში სესხის ვადის განმავლობაში.

სად უნდა აიღოთ სესხი ავტომობილისთვის?

რაც შეეხება ავტო დაფინანსებას, კარგი იდეაა, რომ გარკვეული დრო თქვენთვის საუკეთესო გარიგების ძებნას დაუთმოთ. შეგიძლიათ, შეადაროთ პირობები სხვადასხვა კრედიტორებისგან, როგორიცაა ბანკები, საკრედიტო კავშირები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები.

თუმცა, საქართველოში, საუკეთესო პირობებს, “ლიბერთი ბანკი” გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ, ავტო სესხი აიღოთ დაბალ პროცენტში და სესხის ვადა თქვენი სურვილის მიხედვით დაარეგულიროთ.