„აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს“ - ტრამპი საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრობლემებს შექმნიდა.

„კარგი ადამიანია. ჩემი მეგობარია, მაგრამ მე ვუთხარი: „თქვენ იმიგრაციით საკუთარ ქვეყანას ანადგურებთ“. ისინი მთელი მსოფლიოდან უშვებენ ქვეყანაში ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა სძულთ. მათ სძულთ ძეგლები, ხელოვნება, ფერწერული ნამუშევრები და ხალხი. ამას მათ ბრაზშიც ხედავთ. ეს განათლების საკითხი არ არის. პირველ რიგში, ისინი, ვინც პროტესტში მონაწილეობენ, სტუდენტები არ არიან. ეს მთელ ევროპაში ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ხდება მსგავსი რამ აშშ-ში, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი. იქნებ იმიტომ, რომ მე პრეზიდენტი ვარ. არ ვიცი, მაგრამ აქ ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს“.

✕