ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს
1789242412
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, აღნიშნული სქემა მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია.
„ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც აქამდე სწავლობდა და საგრანტო სქემაში იყო მოქცეული, მათი შეფასებითი კომპონენტიდან გამომდინარე, ჩვეულებრივად მილევად რეჟიმში აგრძელებენ ამ საგრანტო პოლიტიკით სარგებლობას. არავის ეს არ შეუზღუდავს. აქ საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობ უპრეცედენტოა და განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო. ალბათ ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო. ამის საფუძველზე, ახლა, 21 სექტემბერს, როდესაც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყება, პირველკურსელები უკვე ისწავლიან სრულიად უფასოდ და შესაბამისად, მათ არანაირი თანხის გადახდა არ დასჭირდებათ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გრანტის გაუმჯობესების გამოცდები ჩვეულებრივად ტარდება.