"აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები" - მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს, აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა.

მიხეილ ყაველაშვილმა, საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამწვავებული სიტუაცია იყო და საქართველოს ხელისუფლება მომზადებული შეხვდა გამოწვევას.

"აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები, ეს არ არის ახალი. გამწვავებული სიტუაცია იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებს, გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც ჩვენ შევიძინეთ, რომ ეს ხდებოდა გარე ძალების მიერ, ინსპირირებული, რომ როგორმე საქართველოც ყოფილიყო უკრაინასთან ერთად ამ ომის ნაწილი. ეს ინფორმაციები ჩვენ გვქონდა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს, ქართულ ხელისუფლებას, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც იგრძნეს ეს საშიშროება, მხარში დაუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას და ეს თავიდან ავიცილეთ. ამიტომ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს პროცესი გადალახულია," - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.