რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
სიტყვებში ძალიან დიდი საიდუმლო ცოდნა და ძალაა ჩადებული. თითოეული სიტყვა უზარმაზარ ენერგოვიბრაციას ატარებს, - ამის შესახებ ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე წერს და რამდენიმე მაგალითს განიხილავს:
„ჩასახვა, დაბადება და ზრდა ოჯახიდან იწყება. ციფრი 9 კარდინალური მოვლენებით ხასიათდება. ცხრის მერე იწყება ტრანსფორმაციული ნაყოფის მომკის პერიოდი.
ამიტომ, ჩასახვიდან მომდევნო 9 თვის მანძილზე საგულისხმო მნიშვნელობით შემოდის თუ როგორ გაატარებს წყვილი ამ დროს და თავად დედა არა მხოლოდ ქმედებით, არამედ, აზრებით და ენერგეტიკულად რა ინფორმაციას აწვდის ჩვილს.
7 წლამდე ადამიანი მთვარის მმართველობის ქვეშაა, მთვარე ეს დედაა და ზოგადად, ოჯახური გარემოა. რა დროშიც ბავშვს უყალიბდება ემოციები, ფსიქიკა და ა.შ.
7 წლიდან 14 წლამდე მერკურის პერიოდი იწყება, როცა ადამიანი ელემენტარულ ავტონომიურობას და გამართულ მოძრაობას სწავლობს.
ოჯახში ერთმანეთს, ხშირად უნდა დაუძახოთ დედას - „დედა“ და მამას - „მამა“. დედა - ეს სიტყვის მაგიით ჯანმრთელობაა, ხოლო მამა კი - სიმტკიცე და სიძლიერე.
სრული ოჯახიც სიმტკიცის, ბედნიერებისა და ჯანმრთელობის, ვარგისიანობის ელემენტებისგან შედგება, როგორც სულიერ, ისე მატერიალურ საფეხურზე“, - ვკითხულობთ ასტროლოგის ფეისბუკ პოსტში.