1740914281
მარტი 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვან თვედ ითვლება - საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენები, რომლებიც გავლენას ყველა ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს

ასტროლოგების თქმით, მარტი 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იქნება. ამას კი თვის განმავლობაში არაერთი საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენა განაპირობებს. თითოეული მათგანი ადამიანების კარიერასა და პირად ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს. მეტიც, ასტროლოგების თქმით, ცვლილებები იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ მარტს გარდამტეხ პერიოდსაც კი უწოდებენ.
მარტში მარსი კვლავ ჩრდილის პერიოდშია. პლანეტის პოზიცია კირჩხიბიდან 17 გრადუსით იცვლება. ითვლება, რომ როდესაც მარსი აღნიშნულ პოზიციაშია, სხვა პლანეტები ჩვეულ რეჟიმში ვერ მუშაობენ. კირჩხიბი სახლის, ოჯახისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა მარსისთვის ეს ყველაზე კომფორტული პოზიციაა, ამიტომაც შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა ვიგრძნოთ. პლანეტა მარსი ჩრდილის პერიოდს 22 აპრილამდე შეინარჩუნებს.
გარდა ამისა, 1-ელ მარტს ვერძის ნიშანში პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში მოგვიწევს, ზუსტად განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის რეალურად ღირებული. ვენერა ვერძის ნიშანში იქნება. ვერძი კი ცეცხლის ნიშანია. ამიტომაც, ამ პერიოდს შესაძლოა, აგრესიულობა და მომატებული შფოთვაც თან ახლდეს.
რეტროგრადული ვენერას პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობებისათვის ერთგვარი გამოცდა იქნება. შესაძლოა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, დაშორდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც ახლა ხართ ან ყოფილ პარტნიორს შეურიგდეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასიყვარულო სფეროში განვითარებული ნებისმიერი ცვლილება კარმული იქნება.
მარტში პლანეტა მერკურიც რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. კერძოდ, 19 მარტიდან 7 აპრილამდე. აღნიშნული პლანეტა ყველა სახის კომუნიკაციასა და სწავლას მართავს, ოფიციალურ შეთანხმებებს, კონტრაქტებს, შესყიდვებს, მოგზაურობებს განაგებს. როდესაც მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია, ყველა ის სფერო, რომელსაც ის მართავს, ფერხდება, კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ფინანსური ოპერაციები გართულებულია... ვრცლად