ინდოეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ინდოეთი

ინდოეთში, შტატ უტარახანდში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარასკევს ტიბეტის მოსაზღვრე სოფელ მანაში ზვავმა გზის მშენებლები მოიყოლა.

მაშველებმა დაახლოებით 50 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ოთხი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

ინდოეთის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ჰიმალაის მთიან შტატში დაკარგული ხუთი ადამიანის სამებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც არიან ჩართული.