1738134236
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარი ხელსაყრელია ახალი საქმეების დაწყებისთვის, უძრავი ქონების შეძენისა და ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ამ დღეს სწავლა და გამოცდების ჩაბარებაც გაგიადვილდებათ. თუმცა, სჯობს, მოერიდოთ კამათსა და სასამართლო საქმეებს. ასევე, არ არის რეკომენდებული ფიზიკური გადაღლა, მგზავრობა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. სასურველია, ნაკლები დრო გაატაროთ უჰაერო ოთახებში და მოერიდოთ ე.წ. მოწევის ადგილებს.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის 30 იანვრის პროგნოზი ასეთია:
ვერძი: დღეს ინფორმაციისა და ახალი ამბების ნაკადი იმდენად დიდი იქნება, რომ გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. მოინიშნეთ მთავარი და კონცენტრირდით თქვენს მიზნებზე. არ გირჩევთ უთანხმოებას გარშემო მყოფებთან; სასარგებლოა კომპრომისების პოვნა.
კურო: დახმარება და მხარდაჭერა, რომელსაც გარშემო მყოფებს უწევთ, სასარგებლო გავლენას ახდენს თქვენს კეთილდღეობაზე. სამსახურში არსებულ სირთულეებს შემოქმედებითად მიუდექით და სხვა კუთხიდან შეხედეთ მათ.
ტყუპი: დღეს საგანგებო რეჟიმში მუშაობა კარგი სტიმული იქნება თქვენთვის. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა თავშეკავებული და ფორმალური უნდა იყოს. ემოციებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში; ფრთხილად იყავით.
კირჩხიბი: რომანტიკული განწყობა დილიდანვე შეგაწუხებთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან: ისინი შეიძლება რაღაცას გიმალავდნენ. ოჯახში ემოციები აკონტროლეთ და უკიდურესობამდე არ გადახვიდეთ.
ლომი: დაიწყეთ იმ დიდი გეგმებისა და მსხვილი პროექტების განხორციელება, რომლებზეც ბოლო დროს ფიქრობდით. შესაძლოა, თავიდან ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც ელოდით, მაგრამ ეს არ არის დანებების მიზეზი. იყავით მიზანმიმართული და ყველაფერი გამოგივათ.
ქალწული: მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მთელი დღის განმავლობაში მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. იფიქრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და მალე გამოსავალიც მოიძებნება. კარგია სხვისი აზრის მოსმენა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ.
სასწორი: დღეს ფრთხილად იყავით ფულის ხარჯვისას. უმჯობესია, დაზოგოთ ფული, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის მინიშნებებს. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.
მორიელი: დიდია მოტყუების შანსი. ფრთხილად იყავით არა მხოლოდ უცნობ ადამიანებთან, არამედ კოლეგებთან ან მეგობრებთან ურთიერთობისას. გაგიჩნდებათ შემოქმედებითი აზრები და საინტერესო იდეები: გაუზიარეთ ისინი უფროსებს.
მშვილდოსანი: ეცადეთ, ყოველთვის დაიცვათ წესები და საზღვრები გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. ახალი საინტერესო შესაძლებლობები გადაიშლება თქვენ წინაშე. გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს და ჩამოყალიბდით სურვილებში.
თხის რქა: დატვირთული და რთული დღე გელოდებათ. გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, შეეცადეთ კონცენტრირდეთ და აწონ-დაწონოთ თქვენი სიტყვები. ნუ აიღებთ დამატებით ვალდებულებებს და ნუ გასცემთ დაპირებებს.
მერწყული: მოგეჩვენებათ, რომ გარემოებები ძალიან სწრაფად იცვლება და ძნელია მათთვის ფეხის აწყობა. თუმცა, თქვენს ცხოვრებაში ამ ცვლილებებთან ერთად ჩნდება სიახლეები და შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ.
თევზები: დღეს ინტუიციურად მიღებული გადაწყვეტილებები ყველაზე სწორი იქნება. ვარსკვლავები არ გირჩევენ არჩევანის გაკეთებას მიღებული ინფორმაციის გამოყენებით. დახმარებისთვის ნუ მიმართავთ გარშემო მყოფებს.
ბედნიერი დღე გქონდეთ!