ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
20 იანვარი
ზრდის, განახლებისა და ახალი წამოწყებების დღეა. აღნიშნულ დღეს გაქვთ შანსი, წარმატებით დაიწყოთ ახალი საქმეები, განავითაროთ არსებული პროექტები და მიიღოთ კარგი გამოცდილება. თუ რაიმეს შესწავლას გეგმავდით, გადადგით პირველი ნაბიჯები, დარეგისტრირდით თქვენთვის საინტერესო კურსებსა და მასტერკლასებზე და თვითგანვითარებაზე იზრუნეთ. ასევე, გამოიყენეთ ეს დღე სამომავლო გეგმების შედგენისა და ფორმირებისათვის.
21 იანვარი
პარტნიორობის, ინფორმაციისა და რესურსების გაცვლის, ურთიერთობებში ჰარმონიის ჩამოყალიბების დღეა. იდეალურია მოლაპარაკებებისთვის, გარიგებების დასადებად, კავშირებისა და ალიანსების გასაძლიერებლად. ამ დღეს მიღებული საჩუქრები - მატერიალურიც და არამატერიალურიც, მიუთითებს იმაზე, რომ კარგი ადამიანი ხართ და სწორ გზაზე ხართ. იყავით ღია ურთიერთობისთვის და გამოხატეთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც გაქვთ.
22 იანვარი
ამ დღეს მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას და საკუთარ შინაგან ხმას ენდოთ. აღნიშნული დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, პირადი საზღვრები დავიცვათ და საკუთარ სურვილებსა და მიზნებს გავუფრთხილდეთ.
23 იანვარი
ეს დღე მოგცემთ შთაგონებასა და მოტივაციას, რომ დაიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ. გამოიყენეთ აღნიშნული დღე ძველი საქმეების დასრულებისა და ახალი მიზნების ჩამოყალიბებისათვის.
24 იანვარი
პროგრესისა და წინსვლის დღეა. შესაძლოა, თქვენი შრომის შედეგი ნახოთ, გაგიჩნდეთ ახალი იდეა, მიიღოთ თქვენთვის სასურველი საქმიანი შეთავაზება. აღნიშნული დღის ენერგია დაგეხმარებათ, რომ წინსვლა განაგრძოთ.. ვრცლად