მელანიას ჩაცმულობა, ინაუგურაცია - მიმოხილვა
1737409120
„ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ბევრად უფრო ძლიერი, დიადი და ყველასგან გამორჩეული, იმაზე მეტად, ვიდრე ადრე იყო“, - ეს განცხადება ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ გააკეთა.
როგორც მან თქვა, სამუშაო ოფისს ოპტიმისტური შემართებით უბრუნდება.
„ჩვენი სუვერენიტეტი ახლიდან აღდგება, უსაფრთხოება აღდგება, მართლმსაჯულება დაბალანსდება და ყველა უსამართლო ქმედება დასრულდება, რაც სახელმწიფო უწყებებში იყო. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება ისეთი ერის შექმნა, რომელიც არის თავისუფალი, კეთილდღეობით აღსავსე. ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ბევრად უფრო ძლიერი, დიადი და ყველასგან გამორჩეული, იმაზე მეტად, ვიდრე ადრე იყო. მე ვუბრუნდები ოფისს, ძალიან ოპტიმისტურად, ნამდვილად წარმატებით აღსავსე წელი გველოდება. რა თქმა უნდა, მზის სხივები შემოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკა ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელი გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც ვდგავართ. იქნება ეს გამოწვევები გადალახული და ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ნამდვილად ნდობასთან ასოცირებულ კრიზისს გადალახავს. კორუფციას ჰქონდა ადგილი ძალიან ბევრი ქვაკუთხედი ჩვენი საზოგადოებისა ჩამოიშალა. ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა იყოს თავშესაფარი კანონდამრღვევებისა, იმ პირებისა, იმ დამნაშავეებისა, რომელიც არალეგალურად კვეთდნენ საზღვარს და შემოდიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები, ჩვენ უნდა დავიცვათ ამერიკის შეერთებულ შტატების საზღვრები და შტატების მოსახლეობა. დღეს, ამერიკის უკუსვლა სრულდება. ჩვენ აღვადგენთ ერთგულებას, ნდობას ამერიკის ხელისუფლების მიმართ,“ - ამბობს დონალდ ტრამპი.