ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო - ტრამპი

ტრამპი

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 2025 წლის 20 იანვარი არის გათავისუფლების დღე.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები დაამახსოვრდებათ, როგორც უდიდესი და ყველაზე შედეგიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.