11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. არ დანებდეთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ მონდომების შემთხვევაში, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

კურო: ამ დღეს ხშირი კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება – ეს როგორც ოჯახის წევრებთან, ისე ახალ ნაცნობებთან შეხვედრას ეხება. ვიღაც კარგ იდეას ან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მოგაწოდებთ.

ტყუპები: ფინანსური თვალსაზრისით მშვენიერი დღეა. შეიძლება მოულოდნელად დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ – გამუდმებულმა შენიშვნებმა შეიძლება თქვენი თანამოსაუბრე შეურაცხყოს და ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს.

კირჩხიბი: შესაძლოა, ამ დღეს პასუხი მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, ბედისწერის მინიშნებებსაც შენიშნავთ.

ლომი: უმჯობესია, სამსახურში მეტისმეტი ინიციატივა და თავდადება არ გამოიჩინოთ – ვარსკვლავები ნაკლებ აქტიურობას და დღის მშვიდად გატარებას გირჩევენ.

ქალწული: რთული და ემოციურად დატვირთული დღეა. გირჩევთ, რთული საქმეების დაწყებას მოერიდეთ, რათა ზედმეტი შეცდომები თავიდან აიცილოთ.

სასწორი: ამ დღეს მცირე პრობლემებისა და ხარვეზების დაძლევა მოგიწევთ, ამიტომ რთული, შრომატევადი საქმეების კეთება არ უნდა დაიწყოთ – ამისთვის არც დრო გეყოფათ და არც ენერგია.

მორიელი: რთული და არახელსაყრელი დღეა. თავს ძალაგამოცლილად გრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები მარტივი და სასიამოვნო საქმის კეთებას გირჩევენ.

მშვილდოსანი: ამ დღეს ყველაზე მეტად ნათელი ემოციები და თავგადასავლები გსურთ. ზოგჯერ შეიძლება, რომ პროფესიული ვალდებულებები დაივიწყოთ და თავგადასავლებში თავით გადაეშვათ.

თხის რქა: მოემზადეთ გამოცდისთვის, რომელსაც ბედი გიმზადებთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა და პრობლემების გადალახვა მოგიწევთ.

მერწყული: ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული ყველა მოვლენა აკონტროლოთ და არაფერი გამოგეპაროთ. ამ დღეს წარმატებას სხვანაირად ვერ მიაღწევთ.

თევზები: ეს დღე ახალი საქმეების დაგეგმვას უნდა დაუთმოთ. შეადგინეთ პრიორიტეტების სია და ეტაპობრივად განხორციელება დაიწყეთ.

გისურვებთ წარმატებულ დღეს!