პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოშიც და უცხოეთშიც დაუმტკიცდა ბრალეულობა და დანაშაულები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს და სწორედ ამ მნიშვნელობას ატარებს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია.

"უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის როლი და მიზანი. საზოგადოება 12 წელია ელოდებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს, ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოშიც და უცხოეთშიც დაუმტკიცდა ბრალეულობა და დანაშაულები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი გზებით.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოიგო საქართველოს სახელმწიფომ და არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ და იქაც დადასტურდა სამხედროებს არ ჰქონიათ, ასევე სტრასბურგში მოიგო საქართველოს სახელმწიფომ საერთაშორისო სასამართლომ, ამის შემდგომ, უკვე გვაქვს საშუალება, რომ თამამად ვისაუბროთ პოლიტიკური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.