5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
ყველას შეუძლია, ასეთი დახმარებები საკუთარი თავისთვის შეინახოს, ასეთი მოთხოვნები იმ ქვეყნებს წაუყენონ, რომელთა პასპორტებიც ჯიბეში უდევთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ სურს, ვინმეს მითითებები შეასრულოს.
„საინტერესოა, ადამიანებმა მათ ქვეყნებში პოლიციელებს სახეში რომ ულაწუნონ და მაშხალები ესროლონ, რა რეაქცია ექნებათ? – არ გვინდა, ვინმეს მითითებები ვასრულოთ. ჩვენს ქვეყანაში მითითებების შესრულების დრო დასრულდა. 70-წლიანი ისტორია გვაქვს, როცა მოსკოვიდან გვაძლევდნენ მითითებებს, ხოლო 100 წლიანი გამოცდილება გვაქვს, როცა მითითებები პეტერბურგიდან მოდიოდა. ამ ქვეყანაში სხვა ქალაქიდან გამოგზავნილი მითითებები არ ასრულდება, თუ ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ იქნება. ყველამ კეთილი ინებოს და დემოკრატიულ არჩევნებს პატივი სცეს“, – განაცხადა გორდულაძემ.