ვიდეოები

4 აპრ 12:32

VIDEO: „ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თამუნა მუსერიძე, რომელიც ასევე გახლავთ ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც აღწერს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ადამიანებმა, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს:„ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ თქვენ კითხვებზე პასუხს📣📣თუ ბიოლოგიურ მშობელს ეძებთ: მიდიხართ ტრეფიკინგის სააგენტოში, საბურთალოზე, ასათიანის 9 ნომერში. მიგაქვთ პირადობა და ითხოვთ დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულ პირველად სახელს და გვარს. მშობლის ნებართვა არ გჭირდებათ. თუ ეძებთ შვილს: სამშობიაროდან ითხოვთ სიმართლის წიგნის ამონაწერს, იუსტიციიდან კი , ბავშვის დაბადების და გარდაცვალების ცნობას. თუ გარდაცვალების ცნობა მოიძებნა, მაშინ გარდაცვალების აქტის ამონაწერს“,- წერს თამუნა ვიდეოს აღწერაში.            View this post on Instagram                       A post shared by Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

პარლამენტის ფოიე

31 მარ 16:50

ამ დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება - რა წერია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი.პროექტის თანახმად, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევაში სასჯელი გამკაცრდება და დამრღვევ პირს ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.ცვლილება ასევე შედის იმავე მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმადაც, იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ნაწილში იზრდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა და ნაცვლად სამ წლამდე ვადისა განისაზღვრება 5 წლამდე ვადით.პროექტის თანახმად, ნაცვლად ტერმინისა "ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რომელიც შინაარსობრივად საკმაოდ ვიწრო ცნებაა, ხდება ახალი ტერმინების შემოტანა - "მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა" და "დიდი ოდენობით უკანონო დამზადება".მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში პასუხისმგებლობის გამკაცრებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, რამაც თავის მხრივ, უნდა განაპირობოს ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორება.წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხვა სიახლეები

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 44 წუთის წინ

ჩინეთს სურს შეთანხმების დადება, ჩინელები ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია და უბრალოდ არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას, მაგრამ მიხვდებიან - დონალდ ტრამპი

ჩინეთს შეთანხმების დადება სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე შეფასებით, მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს, მაგრამ მიხვდებიან.„ჩინეთს სურს შეთანხმების დადება. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას. იცით, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც მათ ბოლომდე არ იციან – ჩინელებიი ამაყი ხალხია. პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. მათ არ იციან,  ზუსტად როგორ მიუდგნენ ამას. მაგრამ ისინი მიხვდებიან. ისინი მიხვედრის პროცესში არიან, მაგრამ მათ შეთანხმების დადება სურთ“, – განაცხადა ტრამპმა.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა.

puli

ფინანსები 50 წუთის წინ

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 აპრილს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0143 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი 3.0232 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.

მეცნიერი

ტექნოლოგიები 56 წუთის წინ

კაცი ამტკიცებდა, რომ „მატრიცაში“ ცხოვრობდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაუჩინარდა - რეალური ამბავი

მეცნიერი, რომელიც აწარმოებდა თეორიას რეალობის ჰოლოგრაფიული სიმულაციის შესახებ, გაუჩინარდა თითქმის 30 წლის წინ - და მას შემდეგ ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი და არავის არაფერი სმენია.ჯაკობო გრინბერგ ზილბერბაუმი დაიბადა მეხიკოში 1946 წელს. 12 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, რომ შეესწავლა ადამიანის გონება - ეს გადაწყვეტილება მიიღო დედის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა თავის ტვინის სიმსივნით.ნიუ-იორკში დოქტორის მოპოვების შემდეგ, ზილბერბაუმი დაბრუნდა მექსიკაში და დააარსა საკუთარი ლაბორატორია Universidad Anáhuac-ში.ეს არის ფილიალი, რომელიც  სწავლობს ფსიქოლოგიური პროცესების ფიზიოლოგიურ საფუძვლებს. 1987 წელს მან დააარსა ცნობიერების შესწავლის ეროვნული ინსტიტუტი.იქ ყოფნისას მეცნიერი ისეთი საკითხების გამოკვლევას უთმობდა დროს, როგორიცაა მედიტაცია, შამანიზმი, ტელეპატია და ჯადოქრობა. მეცნიერს აინტერესებდა მათი კავშირი ტვინის აქტივობასთან.ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური გახდა, როდესაც მეცნიერმა დაიწყო თავისი სამეცნიერო დისციპლინის შამანიზმთან შერწყმა.ეს იყო „ჯადოსნური სამყაროს" და ცნობიერებას შორის ურთიერთობის გაგების მცდელობა.საბოლოოდ, მან დაწერა 50-ზე მეტი წიგნი სხვადასხვა თემაზე, თუმცა მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი უარყო სამეცნიერო საზოგადოებამ.1994 წლის 8 დეკემბერს, 48 წლის იუბილემდე სულ რამდენიმე დღით ადრე, გრინბერგი გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარ უნახავს.ასეთი ადამიანის გაუჩინარებამ მეცნიერებში სხვადასხვა აზრი წარმოშვა. მათ შორის იყო უფრო გავრცელებული, როგორიცაა ის, რომ ის გაიტაცეს უცხოპლანეტელებმა.მაგრამ იყო უცნაური მოსაზრებაც - მაგალითად, რომ მეცნიერი იმდენად შორს წავიდა შამანიზმისა და ცნობიერების გამოკვლევებში, რომ უბრალოდ სხვა განზომილებაში გადაიჩეხა.

კვარა

სპორტი 21:04

„ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“ - ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ ბრწყინვალე გოლს ეხმაურება ფრანგული მედია.„რა გოლი, რა თამაში! ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“,  - წერს ფრანგული მედია ქართველ ფეხბურთელზე. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა.„კვარას ფენომენალური გოლი! ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“ - რას წერს იტალიური მედია კვარაზე

კვარა

სპორტი 20:50

„კვარას ფენომენალური გოლი! ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“ - რას წერს იტალიური მედია კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ 2:1 დააწინაურა.ქართველი ფეხბურთელის გოლზე წერს იტალიური მედია.„კვარაცხელიას ფენომენალური გოლი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ასტონ ვილას წინააღმდეგ. გიჟური დრიბლინგი და ძლიერი გასროლა: ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“, - წერს Spazio Napoli სოციალურ ქსელში.