ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1715179172

VIDEO: „პრაიმ ჰაუსში“ აუტსაიდერები დასახელდებიან

დღეს, „პრაიმ ჰაუსში“ აუტსაიდერები დასახელდებიან. გადაცემას მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.ნახეთ, ანონსი ↓

გული

მსოფლიო 1715177953

როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე - კვლევა

ბოლოს როდის გაბრაზდით? შეიძლება სულ ახლახან, ან რამდენიმე საათის წინ, მაგრამ ეს ის ემოციაა, რასაც გარკვეულ წილად თითქმის ყოველდღე განვიცდით.რატომ ვბრაზდებით? ამ კითხვაზე ადამიანთა უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ბრაზდება მაშინ, როდესაც მის პროვოცირებას ახდენენ. თუმცა, როგორ ხდება ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურ დონეზე?აშშ-ში მკვლევრებს აინტერესებდათ თუ როგორ აისახება ბრაზი ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ გულზე.ითვლება, რომ გულის დაავადებების მქონე პაციენტებში ამ ტიპის სტრესი ინსულტის რისკებს ზრდის. ადრეულმა კვლევებმა გამოავლინა პოტენციური კავშირი სიბრაზესა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს შორის, მაგრამ ამ ურთიერთქმედების მიზეზები აქამდე ნათელი არ იყო. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ჩვენ მოდუნებულები ვართ, ჩვენი სისხლძარღვებიც მოდუნებულია.მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შფოთვისა და სევდის გრძნობა არ იწვევდა ცვლილებებს სისხლძარღვების გარსში ერთნაირად – მიუხედავად იმისა, რომ ეს ემოციები ასევე დაკავშირებულია გულის პრობლემებთან.„ჩვენ დავინახეთ, რომ ბრაზმა სისხლძარღვების დისფუნქცია გამოიწვია. ჩვენ ჯერ არ გვესმის, კონკრეტულად როგორ ხდება ორგანიზმში ეს ცვლილებები", - ამბობს დაიჩი შიმბო, კოლუმბიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი.კვლევის ფარგლებში 280 ჯანმრთელი ადამიანი შეირჩა. მათ სამი დავალებიდან ერთ-ერთი მიეცათ, რომლისთვის თავის გასართმევადაც 8 წუთი ჰქონდათ. ამ დროის შემდეგ მოხალისეთა უჯრედის გარსები სისხლის ნიმუშების საშუალებით გააანალიზეს.დავალებები მოიცავდა ისეთი მოგონებების გახსენებას, რომლებიც ბრაზთან და სევდასთან იყო დაკავშირებული. სისხლძარღვების გაფართოების დარღვევები (სისხლძარღვების დაჭიმვა, რომელიც აფერხებს სისხლის ნაკადს სხეულში) შესამჩნევი იყო დავალების დასრულებიდან სამი წუთის შემდეგ. უკვე 40 წუთის შემდეგ ნიშნები აღარ აღინიშნებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ბრაზის გამოხატვა გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება სასარგებლოც იყოს, კვლევამ აჩვენა, რომ ის ასევე ზრდის გულის პრობლემების რისკს. ეს შეიძლება მოხდეს სისხლის ნაკადის შეზღუდვით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორები აღენიშნება. მკვლევრებს ახლა სურთ გაიგონ თუ როგორ არის დაკავშირებული ემოცია და ბიოლოგიური შედეგები ერთმანეთთან.საბოლოოდ ამან შეიძლება ბრაზის მართვის შესაბამისი მეთოდების შემუშავებამდეც მიგვიყვანოს. ამით მეცნიერებს მეტი ეცოდინებათ იმაზე თუ რომელი გრძნობა რომელ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში.

თეიმურაზ კუპატაძე

პოლიტიკა 1715177880

თეიმურაზ კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული

 ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეიმურაზ კუპატაძემ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მიმართა და აღნიშნა, რომ იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული. „ბოლო პერიოდში, საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით. ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს. ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებას დღეს წარუდგინეს ვიდეო-კოლაჟიც, იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდება.

6G უსადენო ტექნოლოგია

მეცნიერება 1715176680

6G უსადენო ტექნოლოგია 500-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საშუალო 5G სმარტფონი

ფიჭური ტექნოლოგიის მეხუთე თაობის კავშირი, იგივე 5G ჯერ მხოლოდ დაახლოებით ხუთი წელია, რაც ქსელების სტანდარტად იქცა, მაგრამ ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა 6G და სპეციალისტებიც აქტიურად ეძებენ გზებს, რათა შემდეგი თაობის კავშირის უპირატესობები სრულად გამოვიყენოთ.იაპონიაში ჩატარებულმა ტექნოლოგიის სადემონსტრაციო ჩვენებაზე, უსადენო პროტოტიპულ მოწყობილობაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ 100 Gbps-ს მიაღწია, რაც 5G-ის მაქსიმუმზე 10-ჯერ სწრაფია და 500-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე საშუალო 5G სმარტფონი.საშუალო ხარისხის ორსაათიანი Netflix-ის ფილმის ზომა დაახლოებით 1.5 GB-ია; პრაქტიკული თვალსაზრისით, საუბარია იმაზე, რომ წამში ჩამოტვირთავთ 8-9 ასეთ ფილმს.იაპონიის სატელეკომუნიკაციო კომპანია NTT-ის, იაპონური მობილური ოპერატორის, DOCOMO-სა და ელექტრონიკის კორპორაციების — NEC-ისა და Fujitsu-ს მიერ ჩატარებული ფართო კვლევებისა და განვითარების შედეგად, მოწყობილობა იყენებს მაღალი სიხშირის ზოლებს 100 GHz და 300 GHz დიაპაზონში, რაც მას გაცილებით მეტი მონაცემის მიღების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე წინა თაობის სტანდარტები.დიაპაზონის კუთხით სამუშაოები ჯერ ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ექსპერიმენტმა აჩვენა სტაბილური კავშირი 100 მეტრის მანძილზე. საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წინსვლას სინამდვილეში სხვადასხვა ფორმის გადამცემები და მიმღებები სჭირდება და თანდათანობით, 6G ქსელის მშენებლობა სწორედ ასეთ ინოვაციებს ეყრდნობა.რაც შეეხება აპარატურულ უზრუნველყოფას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დემოსთვის საჭირო გახდა ბევრი უახლესი აღჭურვილობა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ამ აღჭურვილობის ზომა და ფასი თანდათან დაბლა ჩამოდის.ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 5G-ის 10 Gbps ტოპ-სიჩქარე ტექნიკური ზღვარია, სრულყოფილ გარემო პირობებში, ყველაზე მძლავრი და კარგად ოპტიმიზებული აპარატურის გამოყენებით. Opensignal-ის მონაცემებით, აშშ-ში, T-Mobile-ის ქსელში ჩართული სმარტფონების 5G-ის საშუალო სიჩქარე 186.3 Mbps-ია.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 6G მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სიჩქარეს გვპირდება, რაც ფრიად გამოსადეგი იქნება ძალიან ბევრ სფეროში.როგორც 5G-ის შემთხვევაში იყო, ასევე იქნება წინსვლა გამტარუნარიანობის, ანუ ქსელის ტევადობის თვალსაზრისით: შესაძლებელი იქნება, რომ ერთდროულად მიერთებული იყოს უფრო მეტი მოწყობილობა. შეიძლება ნაცნობი სიტუაციაა, როცა სტადიონზე ან კონცერტზე თქვენი ტელეფონი მიღებას კარგავს. 6G ამ პრობლემას მოაგვარებს.გარკვეულ სიტუაციებში, შეიძლება ვნახოთ, რომ 6G Wi-Fi-ს სრულიად ზედმეტ ტვირთად გადააქცევს — ტენდენცია, რომელიც 5G-ის დანერგვასთან ერთად დაიწყო. აღარ იქნება საჭირო ფიზიკური კაბელის შეყვანა სახლის ან ოფისის შესასვლელი კარიდან.საკითხს უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ, რომ უფრო მეტი მოწყობილობა იქნება ონლაინ უფრო მეტი სიჩქარით, უფრო მეტი კომპონენტითა და სენსორით აღჭურვილი. Nokia ვარაუდობს, რომ 6G კომერციულად ხელმისაწვდომი იქნება 2030 წელს.მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

Deadline-მა გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები დაასახელა

შოუბიზნესი 1715176140

Deadline-მა გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები დაასახელა

გამოცემამ Deadline 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეული შეადგინა. სიის შედგენისას ავტორებმა გაითვალისწინეს არა მხოლოდ გაქირავების ღია მონაცემები, არამედ ინსაიდერული ინფორმაცია კინოსტუდიებისგან და ჰოლივუდში მომუშავე წყაროებისგან. ამასთან, ისინი თვლიდნენ როგორ გაქირავებაში მიღებულ შემოსავალს, ასევე სუფთა მოგებას.შედეგად, რეიტინგის სათავეში მოხვდა მულტფილმი „ძმები სუპერ მარიო კინოში“. სტუდიებმა Universal, Illumination და Nintendo და პროექტის ავტორებმა სუფთა მოგების სახით $559 მილიონი მიიღეს. გაქირავებაში კი სურათმა $1,36 მილიარდი მოაგროვა.გრეტა გერვიგის „ბარბის“ შემოსავალი უფრო მაღალი იყო - $1,44 მილიარდი - მაგრამ სურათი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რადგან სუფთა მოგებამ $421 მილიონი შეადგინა. მესამე ადგილზეა „ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა“ ($328 მილიონი).ათეულში ასევე მოხვდნენ: „ოპენჰაიმერი“, „ვონკა“, კუ-ნინძები“, „ლეკვების პატრული: მეგაფილმი“, „ტეილორ სვიფტი: The Eras Tour“, „5 ღამე ფრედისთან“, „გალაქტიკის მცველები 3“.