ვიდეოები

1778616572

„ბზიკების“ გამოსვლა ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. პირველ ნახევარფინალში ასევე მონაწილეობს „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება.ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ტრადიციულად პირველი არხის ეთერში გადაიცემა.2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. ევროვიზიაზე წელს სულ 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ბზიკები

სოციალური თემა

იპოთეკური სესხი

1777413186

რომელი სესხის აღების შემთხვევაში შეგიძლიათ ხელშეკრულებაზე უარის თქმა და რა შემთხვევაში არა

2024 წლის 1-ლი ივლისიდან მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შევიდა.რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ ფინანსურ ორგანიზაციებთან – ამის შესახებ სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.„უკანასკნელი ყველაზე მხსვილი ცვლილება, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, ევროდირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მომხმარებლებისთვის ამ უფლების მინიჭება, მათ შორის საფინანსო სექტორში. დაზუსტდა და გაიწერა, რა ტიპის ხელშეკრულებებზე შეუძლია მომხმარებელს უარის თქმა.ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ხელშეკრულება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამისთვის საჭიროა სპეციალური შეტყობინება გაუგზავნოს ფინანსურ დაწესებულებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის ვადაში მომხმარებელი აგზავნის შეტყობინებას და 30 დღე აქვს მომხარებელს /ფინანსურ ორგანიზაციას, რომ თანხები, რომლებიც აიღეს მომსახურებისთვის, უკან დააბრუნონ.აქ მომხმარებლისთვის შესაძლოა, გარკვეული ხარჯიც დაეკისროს: მაგალითად, თუ მომხმარებელი გააუქმებს ხელშეკრულებას, 30 დღის განმავლობაში მან უნდა მოიტანოს ნასესხები თანხა და ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის დაბრუნებამდე პროცენტი. მას არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა,“ – განაცხადა გზირიშვილმა.მან ასევე დააკონკრეტა, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება ისეთ სესხებს, რომლის აღების გადაწყვეტილებასაც ადამიანი შედარებით სწრაფად იღებს, ანუ სალომბარდე, ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებზე და იშვიათ შემთხვევაში, იპოთეკურ სესხებზე.კითხვაზე, შეამცირებს თუ არა საჩივრებს აღნიშნული ცვლილებები, გზირიშვილმა უპასუხა, რომ ზოგადად საჩივრების რაოდენობის ზრდა ტენდენციურია და ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსური დაწესებულებები რამეს არასორად აკეთებენ.„ფინანსური ინსტიტუციების მიმართ პრეტენზიების ზრდა ნიშნავს, რომ ცნობიერება გაიზარდა და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლეს. ამიტომ შესაძლოა, პრეტენზიების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამასთან, საჩივრების 20%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მათ დაწერას აზრი არ აქვს,“ – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

სხვა სიახლეები

ალექსანდრე რაქვიაშვილი

პოლიტიკა 1779120748

ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია. მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? -იტყვიან, ყოჩაღ, დავანახვეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერ მოისმინა, რა არის ამ აქციის მიზანი. რაქვიაშვილმა ამის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უნდა, სხვა პარტიის მხარდამჭერი მიიყვანოს მიტინგზე, მას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდოს.„ვერ მოვისმინე, ვერ გავიგე რაზეა აქცია. სადმე ითქვა, რა არის ამ აქციის მიზანი?- რომ შევიკრიბეთ ხალიო... ეს არის პარტიული შეკრება მაშინ. ასე შეიძლება მარტო ვიწროპარტიული მიტინგი მოაწყო. სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო. მე არსად გამიგია ეთერში, რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური მიზანია. მაგალითად 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? რომ გადაივსოს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე, რას აკეთებენ? იტყვიან, ყოჩაღ, მადლობა, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?“- განაცხადა რაქვიაშვილმა.       

ილია მეორე

საზოგადოება 1779120257

მოგონებები ილია II-ის სახლიდან და მისი ოჯახის წევრების ემოციები, რომლებიც შიო III-ის პატრიარქად აღსაყდრებას ესწრებოდნენ

ერთი პატრიარქის გზა დასრულდა, მეორის კი ახლა იწყება - ორივეს შორის მთავარი ხიდი კი მემკვიდრეობაა, რომელიც ქართულ ეკლესიას ათწლეულების განმავლობაში აყალიბებდა. სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, აღსაყდრების შემდეგ პირველივე გზავნილში სწორედ ილია მეორის რთულ და ეკლიან გზაზე ისაუბრა - გზაზე, რომელმაც ქართველების არაერთი თაობა ურთულეს ქარტეხილებში გამოატარა.სვეტიცხოვლის ეზოში შიო მესამის პატრიარქად აღსაყდრებას ილია მეორის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ილიას მოსაყდრის წმინდა ტახტზე ასვლა მათთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. ტყუპმა დებმა, ნატალია და რუსუდან შიოლაშვილებმა, "კურიერი P.S."-ს, მცხეთაში იმ სახლში უმასპინძლეს, სადაც ობლად დარჩენილები, ბიძამ - ირაკლი შიოლაშვილმა გაზარდა. ახლა აქ, მცხეთაში გამარჯვების ქუჩაზე, სადაც პატრიარქი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მამათა მონასტერია.ამ სახლში კელიებია მოწყობილი და მის კედლებში უწმინდესის ბევრი ნივთი და მოგონება ინახება. ტყუპები და მათი ძმები აქ დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც დაქვრივების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. დედა ანა სამთავროს დედათა მონასტერშია დაკრძალული. ძმისშვილებს პატრიარქმა მთავარი ასწავლა - ზრუნვა და სიყვარული. სანამ პატრიარქი გახდებოდა, სოხუმში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო. დები სოხუმში ხშირად მიჰყავდა. როდესაც 44 წლის ირაკლი შიოლაშვილი პატრიარქად აღსაყდრდა, ნატალია და რუსუდანი 14 წლის იყვნენ. მძიმე წლების მიუხედავად, ოჯახისთვის ყურადღება არასდროს დაუკლია. მეტიც, ბევრ მათგანს ტაძრისკენ გზა გაუკვალა.უწმინდესის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ნატალია შიოლაშვილის ვაჟი ბერად აღიკვეცა. ბოლო წლებში პატრიარქი ხშირად ავადმყოფობდა. უწმინდესმა 4 იანვარს, საკუთარ დაბადების დღეზე ნათესავები მიიწვია. ილია მეორე ერის მამა, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი 49 წელი იყო. მან ეპოქა შექმნა - თითქმის განადგურებული ეკლესია აღადგინა. ათეიზმით დაბნელებულ ქვეყანაში ადამიანებს რწმენა დაუბრუნა და ტაძარში დააბრუნა. ეპოქა შექმნა და წავიდა ზუსტად ისე, როგორც მას სურდა.  

astrologia

საზოგადოება 1779120215

„ძალიან სახიფათო და ავარიული დღეა! მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს" - 18 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი 18 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. „18 მაისიმთვარე აგრძელებს მოძრაობას ტყუპებისჰაეროვან ნიშანში. თუმცა, დღევანდელი სიზმრები ორაზროვანი იქნება , სავსე მინიშნებებითა და სიმბოლოებით. შესაძლოა დაგესიზმროთ ადამიანები წარსულიდან, გზები, რომლებიც არ აირჩიეთ, ან თუნდაც საუბრები, რომლებიც არასდროს შემდგარა , მაგრამ გსურთ გჯეროდეთ, რომ ისინი მოხდება.ახდება თუ არა სიზმრები? არა, ეს სიზმრები არ ახდება.რა გველოდება ორშაბათს?დღეს უარი თქვით სიჩქარეზე, კამათზე, ურთიერთობების გარკვევასა და ქირურგიულ ჩარევებზე.მერკური დღეს ურანთან შეერთებაშია!!! ძალიან სახიფათო და ავარიული დღეა!!! მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს! დღე შეიძლება გეგმის მიხედვით არ წარიმართოს!!!ამ დღეს იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი დოკუმენტების შევსებისას, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას და განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას.  დღე კატეგორიულად არ არის შესაფერისი ტექნიკის შესაძენად და მკურნალობის დასაწყებად.  თუ შესაძლებლობა გექნებათ, დღეს დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გამოყავით.#ჯანმრთელობამოერიდეთ ნერვულ სიტუაციებსა და ამაო ფაციფუცს , ყველაფერი თანმიმდევრულად აკეთეთ.ნუ გადატვირთავთ ფილტვებსა და ბრონქებს.უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ და უცხიმო საკვებს. კვება უნდა იყოს წილადი, ხშირი და მცირე პორციებით.  დღევანდელი ჩაცმულობის სტილია უნისექსი. იმიჯი უნდა იყოს მსუბუქი და გადაუტვირთავი დეტალებით",- წერს იოსელიანი.  

აშ ხაზინა

მსოფლიო 1779119523

Reuters: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსულ საზღვაო ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმს გაახანგრძლივებს

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს სანქციებისგან გამონაკლისის მოქმედების ვადა რუსულ საზღვაო ნავთობზე, რომელსაც ვადა გასულ შაბათს ამოეწურა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც რამდენიმე ქვეყანამ რუსული ნავთობის შესასყიდად დამატებითი დრო ითხოვა - ამის შესახებ ორშაბათს გეგმაში ჩახედულმა ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა.წყაროს ცნობით, სანქციების დროებითი გაუქმების რეჟიმი კიდევ 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს გამონაკლისი თავდაპირველად ნავთობის მიწოდების დეფიციტისა და მაღალი ფასების შესამსუბუქებლად დააწესა.ბაზარზე კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. მიუხედავად ვაშინგტონის ამ ნაბიჯისა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აშშ-ში ბენზინის მაღალი ფასების დასტაბილურებაზე ჯერჯერობით მცირე გავლენა იქონია

ამერიკა

მსოფლიო 1779119382

The Wall Street Journal: ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს

ამერიკულ ენერგომატარებლებზე გლობალური მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ამერიკელ მძღოლებსა და უცხოელ იმპორტიორებს ერთმანეთთან პირისპირ აჯახებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal სტატიაში სათაურით „ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს“.პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ წარმატებით შეძლეს ამერიკულ ენერგორესურსებზე ფასების შემცირება და მათი შეკავებისთვის ზომების მიღება. ამან, ქვეყანაში არსებულ უზარმაზარ ჭარბ პროდუქციასთან ერთად, უცხოელ მყიდველებს უბიძგა, დიდი მოცულობით შეისყიდონ აშშ-ის ნავთობი, ბენზინი, საავიაციო საწვავი და სხვა პროდუქტები, რომლებსაც ისინი ახლო აღმოსავლეთიდან ვეღარ იღებენ.პარასკევს აშშ-ის ნავთობის ფასი ბარელზე 105.42 დოლარზე დასტაბილურდა, რაც გასული თვის მაქსიმუმთან შედარებით 7 დოლარზე მეტით ნაკლებია.ჯერჯერობით, აშშ ახერხებს როგორც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ისე სპარსეთის ყურის დანაკლისი ნავთობის ნაწილობრივ ჩანაცვლებას. მსოფლიო ისტორიაში არცერთ ქვეყანას არ გაუტანია ექსპორტზე იმდენი ენერგორესურსი, რამდენიც ამერიკას: გასული თვის მიწურულს ქვეყანა დღეში 14.2 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს აგზავნიდა.თუმცა, პრობლემები მწიფდება. აშშ-ის ნავთობმომპოვებლები თითქმის არ ზრდიან წარმოებას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, ხოლო შიდა მარაგები სწრაფად იწურება. საბოლოო შედეგი კი ასეთია: ამერიკელ მომხმარებლებს მოუწევთ მეტის გადახდა იმ საწვავში, რომელიც აშშ-ის საზღვრებს შიგნით დასატოვებლად არის საჭირო.„ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან ცუდად დასრულდება“, - განაცხადა მეტ სმიტმა, ნედლეულისა და გადაზიდვების მონაცემთა პროვაიდერ კომპანია Kpler-ის სასაქონლო კვლევების დირექტორმა.ტრამპის ადმინისტრაცია მზარდი ფასების შემცირებას ცდილობს, მათ შორის, აშშ-ის პორტებს შორის ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმებითა და სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გამოთავისუფლებით.ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბენზინზე ფედერალური გადასახადის დროებით შეჩერებას. კვირას ქვეყნის მასშტაბით ბენზინის საშუალო ფასმა გალონზე 4.51 დოლარი შეადგინა და შესაძლოა ზრდა გააგრძელოს.