„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და დეტალურად ისაუბრეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივ ასპექტებსა და იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამ დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.
სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პრევენციული მუშაობა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.