ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - ქვეყნის სამხრეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრის ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ლიო-უჭოუს ოლქში იყო.

სტიქიამ ცხრა საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა, დაზიანებულია ათობით შენობა - ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა ამ წუთებშიც, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კატასტროფის ზონაში მობილიზებულია ასობით მაშველი, მძიმე ტექნიკა და სპეციალური ძაღლები.

მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია.