ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ამინდი

საზოგადოება 1715170472

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი - ნახეთ, როდის გამოიდარებს

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ 13-14 მაისამდე უმეტესად წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.„ხვალ და ზეგ თბილისში კარგი ამინდია, შემდეგ ისევ იცვლება, მერე ერთი დღით გამოიდარებს, 8-9 მაისს უნალექო ამინდი მოსალოდნელი, 10-ში წვიმაა, 11-ში გამოიდარებს და 12-13-ში ისევ იწვიმებს. დასავლეთშიც ქარია მოსალოდნელი“, - აცხადებს სინოპტიკოსი.მისივე თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. ქარი გაძლიერდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.„12-13 მაისს მთელი საქართველოს ტერიტორიისთვის უამინდობაა. მაგალითად, გუშინდელ დღემდე, დასავლეთში ტემპერატურა +15-20 გრადუსის ფარგლებში იყო, ახლა, მოიმატებს +28-30-მდე, მაგალითად აჭარაში. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში +20-25-ის ფარგლებში დაფიქსირდება.არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 15 მაისამდე“ - ამბობს სინოპტიკოსი.

ოკუპანტებმა უკრაინას ისევ შეუტიეს

მსოფლიო 1715169043

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 55 რაკეტითა და 21 დრონით შეუტიეს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მათი უმეტესობა გაანადგურა

რუსეთის არმიამ უკრაინას 55 რაკეტითა და 21 დრონით შეუტია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მათი უმეტესობა გაანადგურა. კიევში უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტის სარაკეტო იერიში მოიგერია.კიევის ოლქში 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ლვოვის ოლქის მსხვილი თბოელექტროსადგური. უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული იერიშების ფონზე, დასავლელ პარტნიორებს დროული დახმარებისკენ მოუწოდებს.

ლევან კობიაშვილი

პოლიტიკა 1715168618

წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც ისტორიაში პირველად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში - ლევან კობიაშვილი

წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც ისტორიაში პირველად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ნაკრების ფეხბურთელები საქართველოს წარმოადგენენ, მათთვის შეურაცხყოფის მიყენება კი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.„წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში, სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა.უპირველესად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.დაიწყო თუ არა აქტუალური პროცესები, მივმართე საზოგადოებას, რომ ფეხბურთელები დაგვეცვა ამ პროცესებში ჩართვისგან, რადგან სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, არ წყდება მათზე თავდასხმები. დღესაც, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვხედავთ და კიდევ ერთხელ დასტურდება, კონკრეტული მავნებელი ოპოზიციური ლიდერების მიერ განხორციელებული გაუგონარი თავდასხმები და შეუაცხყოფის დონე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფეხბურთელების მიმართ. განსაკუთრებით აქტიურობენ და ამ პროცესებს სრულად მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება.ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ, როდესაც ჩვენი საამაყო ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათთვის განკუთვნილ მოედნებს და სტადიონების ანგრევდნენ, ყიდდნენ და ფეხბურთელებს პროფესიულ მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი ქართულ სპორტს უნადგურებდნენ. ეს ის ადამიანები არიან 26 მარტის წარმატების შემდეგ, სხვადასხვა ეთერებში ნაკრების მაისურით, რომ გამოგვეცხადნენ და საუბრობდნენ ამ დიდ წარმატებაზე, თითქოს უხაროდათ. არადა გულწრფელად მჯერა, რომ შინაგანად მოწინააღმდეგე გუნდების მაისურები ეცვათ.ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღეს ფეხბურთელებს ლანძღავს და ცდილობს გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც ადრე, ახლაც ცდილობენ ერთიანობის და გუნდურობის დანგრევას. ფეხბურთელების დაშორიშორებას და დაყოფას, ისევ ისე, როგორ ამას წარმატებით აკეთებდნენ წლების წინაც, იმიტომ, რომ მათ ფეხბურთი და ქვეყანა არ ადარდებთ. მხოლოდ პირადი პარტიული ინტერესებია მათი მამოძრავებელი ძალა. მზად არიან სწორედ ამ პირად ინტერესებს შესწირონ ფეხბურთიც და ქვეყანაც.ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ფარისევლობაა თქვენი საქციელი, რადგან მთელი თქვენი არსებობის მანძილზე გამიზნულად ანგრევდით, ანადგურებდით და ქართული ფეხბურთის ღიად დასამარებას მოითხოვდით. მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, ყველა მოედნის აღდგენაზე ცალკე ომი გადამქონდა. მაშინ, როცა ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარებოდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ამ დროს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ ეს ადამიანები, მათ მიერ მოგზავნილი აქტივისტები გვიწევდნენ.ყველა გზით ებრძოდნენ ფეხბურთის განვითარებას. იმავეს აკეთებენ დღესაც. წლები დაგვჭირდა და უამრავი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოვსულიყავით აქ სადაც ვართ დღეს. საძირკვლიდან მოგვიწია მშენებლობის დაწყება, რომ აქამდე მიგვეღწია. სულ რამდენიმე კვირაში ამ ახალგაზრდა ბიჭებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, სადაც, როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს, თავს არ დაზოგავენ, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ.მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არათუ ოდესმე მიკადრებია ფეხბურთელებისთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის ფეხბურთელების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ყოველთვის ვცდილობ მათ დაცვას ყველა გარე ზეგავლენისგან. ესე იყო და ესე იქნება მუდამ. დღეს, როცა ან “ჩემიანი ხარ, თუ არადა მოსისხლე მტერი ხარ” მიდგომა ბობოქრობს, მათი განრიდება ამ პროცესებიდან იქნებოდა შანსი იმისა, რომ დავიტოვოთ ერთიანობისთვის პატარა სივრცე, თუნდაც საფეხბურთო მოედანი, შუაგულ ევროპაში, სადაც შევძლებთ ყველამ ერთად, მიუხედავად ყველაფრისა მთელი გულით ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამ ბიჭებმა უნდა წარმოადგინონ. იქნებ შევძლოთ, ერთხელ მაინც, მიუხედავად ჩვენი ფეთქებადი ქართული ხასიათისა, არ დავკარგოთ საღი აზრი და მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს კონცენტრირდნენ საკუთარ საქმეზე.მინდა, მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს. მორჩით მათ შეურაცხყოფას. დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. აცადეთ ბიჭებს კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკაში ჩართულ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებას და პროცესების რადიკალიზაციას ცდილობს, მოვუწოდებ, გონს მოეგონ და არ გაბედონ შეეხონ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადონ.სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ, ჩვენი გუნდი, ჩვენი ბიჭები ღირსეულად და დამსახურებულად აღვმართავთ საქართველოს დროშას ევროპაში, ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ასე ღირსეულად და დამსახურებულად გაივლის ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზას“, – წერს ლევან კობიაშვილი.

კასპი

შემთხვევა 1715168603

„ვეღარ მოვასწარი, დინებამ გაიყოლა...“ - ადიდებულმა კავთურამ, მამას შვილი თვალწინ გასტაცა

კავთისხევში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა. ტრაგედიის თვითმხილველი დაკარგულის მამაა, რომელსაც შვილი ადიდებულმა მდინარემ თვალწინ გასტაცა:„ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი, როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა“, - ამბობს დაკარგულის მამა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ტორნადო

მსოფლიო 1715168001

ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა ოკლაჰომას შტატში - არიან დაშავებულები

ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ქარბორბალამ ერთდროულად ამერიკის რამდენიმე შტატს გადაუარა. სტიქიამ ოკლაჰომაში 40 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.ათობით შენობა დააზიანა ტორნადომ მიჩიგანის შტატშიც, სადაც 30 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად შტატში მდებარე „ფედექსის“ შენობა ნაწილობრივ დაინგრა, ნანგრევებში კი 50-მდე ადამიანია ჩარჩენილი. მაშველები მათ გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.