რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 55 რაკეტითა და 21 დრონით შეუტიეს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მათი უმეტესობა გაანადგურა

ოკუპანტებმა უკრაინას ისევ შეუტიეს

რუსეთის არმიამ უკრაინას 55 რაკეტითა და 21 დრონით შეუტია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მათი უმეტესობა გაანადგურა. კიევში უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტის სარაკეტო იერიში მოიგერია.

კიევის ოლქში 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ლვოვის ოლქის მსხვილი თბოელექტროსადგური. უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული იერიშების ფონზე, დასავლელ პარტნიორებს დროული დახმარებისკენ მოუწოდებს.