ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ფფფფ

რეგიონი 1714909292

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს.გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის - გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები. ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე სკოლის მოსწავლე იყო.

მხედველობა

რჩევები 1714908239

რომელია მხედველობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

ზოგიერთ საკვებს შეუძლია დადებითად იმოქმედოს მხედველობაზე, რადგან შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს,რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და თვალის კვებას. ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს მხედველობასა და თვალის ჯანმრთელობაზე, მოიცავს ვიტამინებს A, B1, B2, B6, B12, C, P, D და E, ასევე ლუტეინს, ზეაქსანტინს, თუთიას, ანთოციანინებს. ვიტამინი A (რეტინოლი) სუფთა სახით გვხვდება კვერცხში, ჩრდილოეთის ცივი ზღვების თევზში, კარაქში, ღვიძლში, რძეში, ნიახურში, ოხრახუშისა და ნიორში, კაროტინის სახით - წითელი და ნარინჯისფერი ფერების მცენარეულ პროდუქტებში - ეს არის პომიდორი, სტაფილო, გარგარი, ხურმა. B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B6, B12) გვხვდება მარცვლეულში, ხორცში, ნაღებში და ბანანში. ვიტამინები P (რუტინი) და C (ასკორბინის მჟავა) - ციტრუსოვან ხილში, ჟოლოში, ალუბალში, მაყვალში, ყურძენში, შავ მოცხარში, ასკილში, ბულგარულ წიწაკაში, კომბოსტოში, პომიდორში, კარტოფილში, ლიმონში. ვიტამინი D (კალციფეროლი) გვხვდება ზღვის თევზსა და სოკო - შამპინიონში; ხოლო E ვიტამინი (ტოკოფეროლი) - თხილში, არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებში, ფოთლოვან მწვანილებში. თუთია გვხვდება ხამანწკებში, კრევეტებში, ცხვრის, საქონლის ხორცში, გოგრის თესლში, ნიგოზში, ლობიოში, ბარდაში, არაქისში, სოკოში. ლუტეინი და ზეაქსანტინი გვხვდება ისპანახში, ბროკოლში, გოგრაში, მწვანე ბარდაში, ლობიოში, სიმინდსა და ხურმაში. ანთოციანინები - შავ მოცხარში, მოცვში, მაყვალში, ჟოლოში, შტოშში

puli

სოციალური თემა 1714906783

2000 და 1000 ლარი საჩუქრად - ვის ჩაერიცხა მერიისგან საჩუქრად

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 70 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 20 00 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 37-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი) 33-მა წევრმა მიიღო.თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ზელენსკი

მსოფლიო 1714906720

საინვესტიციო კომპანიების ჯგუფი, მათ შორის კიევის BlackRock-ისა და Pimco-ის ამერიკული ობლიგაციების მფლობელები, აპირებენ აიძულონ უკრაინა ვალზე პროცენტი მომავალ წელს გადაიხადოს - The Wall Street Journal

საინვესტიციო კომპანიების ჯგუფი, მათ შორის კიევის BlackRock-ისა და Pimco-ის ამერიკული ობლიგაციების მფლობელები, აპირებენ უკვე მომავალ წელს აიძულონ უკრაინა, გადაიხადოს პროცენტი სახელმწიფო ვალზე, რომლის გადახდაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იყო შეჩერებული. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.უკრაინის უცხოელმა კრედიტორებმა 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ განაცხადეს, რომ კიევმა შესაძლოა გადაავადოს გადახდები. თუმცა ახლა ისინი „კარგავენ მოთმინებას".კომპანიების ჯგუფმა, რომელიც ფლობს უკრაინის ობლიგაციების მეხუთედს (20 მილიარდი დოლარი) ჩამოაყალიბა კომიტეტი, დაიქირავა იურისტები და საბანკო ექსპერტები კიევთან სიტუაციის განსახილველად. უკრაინამ მათთან უნდა დადოს გარიგება და განაახლოს სესხის გადახდა ქვეყნის დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერის სანაცვლოდ, ითხოვენ კრედიტორები.„კრედიტორები „მოუთმენლად ელიან კონსტრუქციულ ურთიერთქმედებას უკრაინის სუვერენული ვალის პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად“, - აღნიშნულია სტატიაში.გამსესხებლები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ 500 მილიონ დოლარამდე წლიურ საპროცენტო გადასახადს და აღნიშნეს კიდეც, რომ მათ შესაძლოა შემდგომში დამატებითი შეღავათების მიცემაც გაითვალისწინონ.თუ კრედიტორებთან გარიგება ვერ დაიდება, უკრაინამ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს. ეს შეიძლება უკვე აგვისტოში მოხდეს, როდესაც კომპანიების მიერ დაწესებული ვადა ამოიწურება.

ბექა ჩხაიძე

საზოგადოება 1714906086

სად გახდა ბექა ჩხაიძე უამრავი სასწაულის მომსწრე - „რა უნდა დამჭირდეს, რომ ეს ადამიანი უფალივით გვერდში არ მედგეს...“

მომღერალი ბექა ჩხაიძე ხშირად უზიარებს საზოგადოებას საინტერესო ამბებს სამონასტრო თუ საერო ცხოვრების შესახებ. ამჟამად მომღერალი ჟურნალ „თბილისელების“ სტუმარია და რამდენიმე გაუხმაურებელ ფაქტს იხსენებს:გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:ბოლო წლებში დიდი ამბავია აგორებული მამაოების „ჯიპებზე“, არადა, იმდენი ბერი და საერთოდ, სასულიერო პირი ცხოვრობს ასკეტურად, რასაც მე ვხედავ, რომ ზედმეტია საუბარი. უძლიერესი ბერები გვყავს. სადაც მე დავდივარ, მართლა სასწაულები ხდება. 3-4 თვეც გავჩერებულვარ გადაბმულად. 2017 წელს, ზამთარში, სამ თვეზე მეტი მომიწია იქ ყოფნა და იქიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების გზის გაკვალვა. როდესაც ღმერთთან ცდილობ მიახლოებას, ასე ხდება. ბევრი სასწაული მომხდარა ჩემ თვალწინ. ბერები უდიდესი საძმოა, ერთი ბეწო ეჭვი არ არის ურთიერთობაში, ყველაფერი ძალიან სუფთაა. მოძღვარიც რომ ძალიან ძლიერი გყავს, ეს ბევრს ნიშნავს. ერთი შემთხვევა არ მქონია, ჩემი მოძღვრის მიერ წინასწარ ნათქვამი არ ამხდენოდეს. თქმის მომენტში შეიძლება, ვერც მივმხვდარვარ, რას მეუბნებოდა, მაგრამ ერთი კვირა და ერთი თვე გასულა და მაშინ დარწმუნებული ვარ მისი სიტყვების მნიშვნელობაში. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედი.მთელი ცხოვრება ჰარი-ჰარალეში გავატარე, სუფრიდან – სუფრაზე, უდარდელი ცხოვრებით. დღე არ მახსოვს 2000 წლიდან 2017 წლამდე, რომ მინიმუმ ორ სუფრაზე მაინც არ ვყოფილიყავი მისასვლელი. ეს ხდებოდა ყოველდღე. თუმცა, სამიც ყოფილა, ოთხიც და ხუთიც, თავის გათენებებით. ბოჰემურია ეს ყველაფერი. ცუდს კი არაფერს ვაკეთებდით, ვმღეროდით, ხალხს პატივს ვცემდით და ვქეიფობდით, მაგრამ ეს დალევა და დროის კარგვა, იმ შედეგს გაძლევს, რომ შენს თავს უშვებ. მერე რომ გგონია, გვერდით არმია გყავს, მთელი ქვეყანა გვერდით გიდგას, ოდნავაც რომ გადაგიბრუნეს ფეხი, იქ მიხვდები რამდენი ყოფილა ყალბი. მაშინ ვმწარდებოდი ამაზე, ახლა ცხოვრებას მადლობას ვუხდი. დამანახვა ვინ არის ჩემიანი და ვინ – არა. ერთი ჭკვიანი კაცი მყავდა, მეგობრის მამა, კრიმინალებში ავტორიტეტი იყო, ლეგენდა პიროვნება, მასთან საუბარი პროფესორის ლექციას ჰგავდა. ერთხელაც არ მახსოვს მისგან კრიმინალისკენ წაქეზება. პირიქით, შვილიც უნიკალურად გაზარდა. სულ მახსოვს ამ ადამიანის სიტყვები, გახსოვდეთ, როცა ფეხზე დგახართ და კარგად ხართ, ვინც გვერდით გყავთ და პირში გიცინით, რომ დაეცეთ, მათი 95 პროცენტი დაგცინებთო. ეს დოგმად მაქვს. ანალოგიურს მეუბნება ჩემი მოძღვარიც. ამიტომ ადამიანმა სულ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. ჩემი გადმოსახედიდან, სულ ღმერთთან უნდა იყო. რამდენად ვახერხებ, სხვა საქმეა, მაგრამ რომ ვცდილობ, ესეც დიდი იმედია ჩემთვის. მადლობა ღმერთს, უერთგულესი ძმაკაციც ბევრი მყავს, ყველგან და ყოველთვის რომ გვერდში მიდგანან, მაგრამ ღმერთის წყალობით, ბევრის ყალბი სახეც დავინახე. იმასაც მივხვდი, რომ არავინ უნდა განიკითხო, დიდად არ ვიკლავდი თავს არასდროს სხვისი განკითხვით, მაგრამ ზოგჯერ, შენს წრეში რომ ხარ, რაღაცას აჰყვები და მეც ბევრჯერ ავყოლივარ. მერე ამ ყველაფრის 90 პროცენტი ჩემს თავზე გადამხდენია და კარგად მივხვდი, რომ ასე მოქცევაც არ შეიძლება. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ჩემი მანკიერებებიც დამანახვა და ის „პონტის“ ხალხიც, რომ მალე დამეფერთხა ჩემი ცხოვრება ამ ადამიანებისგან.– შენს ცხოვრებაში სასწაული თუ მომხდარა?– ალბათ. 15 წლის წინ ჩემთან ერთი ახლობელი მოვიდა, ერთი ებრაელი ბიჭია და ძალიან ცუდ დღეშია, რაღაც პრობლემა აქვსო. ისე გამოვიდა, რომ მისი პრობლემის მოგვარება ჩემთვის არაფერი იყო. ჩემი ერთი ზარით იმ გაუბედურებულ ადამიანს ყველაფერი მოუგვარდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ის ჩემი ახლობელი, ვინც ეს ბიჭი ჩემთან მოიყვანა, გარდაიცვალა. ერთხელაც სოციალურ ქსელში მომდის იმ ებრაელი ბიჭის მესიჯი, რამდენი წელია, გეძებ და ძლივს გიპოვეო. თურმე, ჩემი გვარიც არასწორად ახსოვდა. დიდი კაცი გამხდარა. მთელი ცხოვრება შენი ვალი მექნებაო, მეუბნებოდა. ეს უცებ გამახსენდა, თორემ სიკეთე ადამიანმა იმიტომ არ უნდა გააკეთო, რომ მერე საპასუხოდ რამე მიიღო. ამ ადამიანმა მერე კიდეც დამირეკა და სასწაულია ეს ყველაფერი, რადგან რა უნდა დამჭირდეს, რომ ეს ადამიანი უფალივით გვერდში არ მედგეს. სულ მეხმიანება, ხან რომელ ქვეყანაში მპატიჟებს და ხან როგორ ცდილობს ყურადღების გამოხატვას. ჩემს წარსულში ბოროტება არავისთვის გამიკეთებია. უცოდველი არავინაა, მაგრამ რამდენადაც შემეძლო, ყველას ხელს ვუმართავდი.