საინვესტიციო კომპანიების ჯგუფი, მათ შორის კიევის BlackRock-ისა და Pimco-ის ამერიკული ობლიგაციების მფლობელები, აპირებენ აიძულონ უკრაინა ვალზე პროცენტი მომავალ წელს გადაიხადოს - The Wall Street Journal

ზელენსკი

საინვესტიციო კომპანიების ჯგუფი, მათ შორის კიევის BlackRock-ისა და Pimco-ის ამერიკული ობლიგაციების მფლობელები, აპირებენ უკვე მომავალ წელს აიძულონ უკრაინა, გადაიხადოს პროცენტი სახელმწიფო ვალზე, რომლის გადახდაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იყო შეჩერებული. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.

უკრაინის უცხოელმა კრედიტორებმა 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ განაცხადეს, რომ კიევმა შესაძლოა გადაავადოს გადახდები. თუმცა ახლა ისინი „კარგავენ მოთმინებას".

კომპანიების ჯგუფმა, რომელიც ფლობს უკრაინის ობლიგაციების მეხუთედს (20 მილიარდი დოლარი) ჩამოაყალიბა კომიტეტი, დაიქირავა იურისტები და საბანკო ექსპერტები კიევთან სიტუაციის განსახილველად. უკრაინამ მათთან უნდა დადოს გარიგება და განაახლოს სესხის გადახდა ქვეყნის დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერის სანაცვლოდ, ითხოვენ კრედიტორები.

„კრედიტორები „მოუთმენლად ელიან კონსტრუქციულ ურთიერთქმედებას უკრაინის სუვერენული ვალის პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამსესხებლები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ 500 მილიონ დოლარამდე წლიურ საპროცენტო გადასახადს და აღნიშნეს კიდეც, რომ მათ შესაძლოა შემდგომში დამატებითი შეღავათების მიცემაც გაითვალისწინონ.

თუ კრედიტორებთან გარიგება ვერ დაიდება, უკრაინამ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს. ეს შეიძლება უკვე აგვისტოში მოხდეს, როდესაც კომპანიების მიერ დაწესებული ვადა ამოიწურება.