რომელია მხედველობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

მხედველობა

ზოგიერთ საკვებს შეუძლია დადებითად იმოქმედოს მხედველობაზე, რადგან შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს,რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და თვალის კვებას.

  • ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს მხედველობასა და თვალის ჯანმრთელობაზე, მოიცავს ვიტამინებს A, B1, B2, B6, B12, C, P, D და E, ასევე ლუტეინს, ზეაქსანტინს, თუთიას, ანთოციანინებს.

  • ვიტამინი A (რეტინოლი) სუფთა სახით გვხვდება კვერცხში, ჩრდილოეთის ცივი ზღვების თევზში, კარაქში, ღვიძლში, რძეში, ნიახურში, ოხრახუშისა და ნიორში, კაროტინის სახით - წითელი და ნარინჯისფერი ფერების მცენარეულ პროდუქტებში - ეს არის პომიდორი, სტაფილო, გარგარი, ხურმა.
  • B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B6, B12) გვხვდება მარცვლეულში, ხორცში, ნაღებში და ბანანში.

  • ვიტამინები P (რუტინი) და C (ასკორბინის მჟავა) - ციტრუსოვან ხილში, ჟოლოში, ალუბალში, მაყვალში, ყურძენში, შავ მოცხარში, ასკილში, ბულგარულ წიწაკაში, კომბოსტოში, პომიდორში, კარტოფილში, ლიმონში.

  • ვიტამინი D (კალციფეროლი) გვხვდება ზღვის თევზსა და სოკო - შამპინიონში;

  • ხოლო E ვიტამინი (ტოკოფეროლი) - თხილში, არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებში, ფოთლოვან მწვანილებში.
  • თუთია გვხვდება ხამანწკებში, კრევეტებში, ცხვრის, საქონლის ხორცში, გოგრის თესლში, ნიგოზში, ლობიოში, ბარდაში, არაქისში, სოკოში. ლუტეინი და ზეაქსანტინი გვხვდება ისპანახში, ბროკოლში, გოგრაში, მწვანე ბარდაში, ლობიოში, სიმინდსა და ხურმაში. ანთოციანინები - შავ მოცხარში, მოცვში, მაყვალში, ჟოლოში, შტოშში