როგორ გავაწყოთ მაგიდა სააღდგომოდ - რჩევები 2024 წლის ტენდენციების მიხედვით

სააღდგომო სუფრა

აღ­დგო­მა არის წლის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი და კე­თი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი. იმის­თვის, რომ მას სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბით შეხ­ვდეთ, უნდა იყოთ სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა არა მარ­ტო სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძებს, კვერ­ცხე­ბის შე­ღებ­ვას და პა­ს­ქის გა­მო­ცხო­ბას, არა­მედ ზო­გა­დად მა­გი­დი­სა და სახ­ლის მორ­თვა­საც.
 

აღდგომის სიმბოლოები
აღდგომის სიმბოლოა კვერცხები, ფრინველები, ბუდეები, ბუნებრივი გამწვანება და გაზაფხულის ყვავილები. ბოლო დროს ჩვენთანაც შემოვიდა კურდღლების ფიგურები და ყველაფერი, რაც ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული. ყველა ეს სიმბოლო შეიძლება სააღდგომო სუფრის დიზაინში გამოიყენოთ.

სააღდგომო ბაჭია პირველად გერმანელი ექიმისა და ბოტანიკოსის, გეორგ ფრანკ ფონ ფრანკენაუს 1682 წელს გაკეთებულ ჩანაწერში გამოჩნდა, სადაც ავტორმა პირველად აღწერა ელზასური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, აღდგომის მახარობელი ბაჭია იყო. კურდღლებს, კვერცხის მსგავსად, სიცოცხლის განახლების სიმბოლოდ მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ ძველ გერმანულ ტრადიციაში გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაულის სიმბოლო კურდღელი იყო, რადგან ეს ცხოველი განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩევა. სავარაუდოდ, ამ ტრადიციამ შვედეთში გერმანული ტრადიციის გავლენით შეაღწია და დღემდე მეტად პოპულარულია პატარა ბავშვებში.

შოკოლადის ბაჭია - რძიანი შოკოლადი,12 ცალი სხვადასხვა თხილის და ნუშის დრაჟეები.

ეს შეიძლება იყოს დეკორატიული ფიგურები, სანთლები ან შოკოლადის ბაჭია.


დეკორი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ნაქარგი პირსახოცები, ხელსახოცები და ლამაზი სუფრის ტილოები. ეს შეიძლება იყოს თანამედროვე ქსოვილები ქათმების, კურდღლების, ფრინველების, კვერცხების და ა.შ. გამოსახულებით, მაგრამ ასევე ბებიებისგან მემკვიდრეობით მიღებული ნივთები. ისინი ახლა განსაკუთრებით ღირებულია, ამიტომ, ჩემი აზრით, სააღდგომო სუფრის გაწყობა უნდა მოხდეს ღია ფერებში. აღდგომა ყველაზე ნათელი დღესასწაულია, ამიტომ დეკორაცია შესაბამისი უნდა იყოს... განაგრძეთ კითხვა