კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი”

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“,  რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, აბსოლუტური ანალოგია, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება.

ხატის მცველები „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ათონის მთაზე და იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა:

მე და გიორგის ცოცხალი კონტაქტი გვაქვს ღვთისმშობელთან. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქრისტიანი, როცა ვინმე დახმარებას გვთხოვს, უკვე ვიცით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავეხმაროთ.

არის შემთხვევები, როცა ადამიანს მივუთითებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებს და ეს ისტორია, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება.

თითქმის ათი წელია, რაც ხატს - „დედოფალი“ დავაბრძანებთ, ადრეც თხოვნით მოგვმართავდნენ, ხატის გამობრძანებას.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინეტრვიუდან

- უამრავ სასწაულს ჰყვებიან ხატზე...

სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ჩამოვთვალო.პაციენტს, რომელიც კომაში იმყოფებოდა, ნათლიამ ხატის ასლი მიუტანა და თავთან დაუდო. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იყო. უცებ ხედავენ, რომ თავის ფეხით გამოვიდა ოთახიდან - ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო...

იერუსალიმში, მაგალითად, ერთ მომლოცველს ხატი "დედოფალი" ესაუბრებოდა, ეს ზეთისხილის მთაზე მოხდა. ეს კაცი, ხატის წინ მუხლებზე დაეცა და წამოიძახა - „ის მე მესაუბრება, ღვთისმშობელი, მესაუბრება". როდესაც ვკითხეთ, თუ რა უთხრა მას ღვთისმშობლის ხატმა, მან ისეთი რამ გვითხრა ხატის ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ მცველებმა ვიცოდით და არავის ეცოდინებოდა, მეტადრე უცხო კაცს იერუსალიმში.

საქვეყნოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის ხატის ასლებზე, რეპროდუქციებზე, დედა ღვთისას ხელები თბილი აქვს და ამას, ასიათასობით მომლოცველი შეიგრძნობს, მაგრამ ცხადია, ეს ფაქტი, უკლებლივ ყველამ არ იცის მაინც.

იერუსალიმში როდესაც ვიყავით, აღდგომის ტაძარში იყო ერთი მორჩილი, სამოც წლამდე მამაკაცი, რომელსაც ვხვდებოდით, რომ დიდი განსაცდელები ჰქონდა.

ერთ დღეს ტაძრის ატრიუმში შეგვხვდა და გამოველაპარაკეთ, საკმაოდ პირქუში და უსიტყვო კაცი იყო, შემდეგ სანუგეშებლად ხატის ასლი მივეცით და საუბარი გავაგრძელეთ.

მორჩილმა არ იცოდა რომ ხატს ხელები უთბებოდა და შესაბამისად, არც ის, რომ ეს მხურვალება, ზოგჯერ ძალიან მატულობს. საუბრისას, უცებ ამ კაცმა ყვირილი დაიწყო - „ვიწვი, ვაიმე ვიწვი ფეხები სულ გამიცხელდა და ეს ცეცხლი ზემოთ ამოდისო",

ჩვენ მას ვუთხარით, რომ ეს ხატიდან მოდიოდა და დავამშვიდეთ. უცებ როდესაც გაიაზრა, თუ რაოდენ დიდი ცხოველმყოფელობა და ნუგეში იყო ეს, ადამიანმა იერი იცვალა, თითქოს, სახე გაუნათდა, გაებადრა და უდიდესი მადლიერებით აივსო.

როდესაც ხატს განსაკუთრებულ წმინდა ადგილებზე დავაბრძანებთ, ეს მხურვალება სულ მატულობს და მატულობს. წმინდა მიწაზე მოგზაურობის დროს, ისე ხდებოდა, რომ ძირითადად, გიორგი იღებდა ვიდეო მასალას და ხატი მე მეპყრა. წაიკითხეთ სრულად