ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1715076310

რაც დღეს ქვეყანაში ხდება არის ჯინ შაჰინის 1973 წელს გამოცემული ნაშრომის "არაძალადობის პოლიტიკა"- იციან, საბოლოოდ კარგავენ გავლენას საქართველოზე, გაძლიერებული ძალებით გვიტევენ - ნინო ფოჩხუა

„რაც დღეს ქვეყანაში ხდება არც ხაბეიშვილს და არც გვარამიას არ მოუგონია. ეს არის ჯინ შაჰინის 1973 წელს გამოცემული ნაშრომის "არაძალადობის პოლიტიკა."- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.როგორც ექსპერტი აღნიშნავს, 70-იანი წლებიდან ხდება სხვადასხვა ქვეყნებში ამ მეთოდებით სახელმწიფო გადატრიალებები და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. დღეს ეს უკვე ჩვენს ქვეყანაშიც რეალურია. არაერთმა მსგავსმა აქციამ კრახი განიცადა, მაგრამ დღეს, იციან რა, რომ საბოლოოდ კარგავენ გავლენას საქართველოზე, გაძლიერებული ძალებით გვიტევენ.„რაც დღეს ქვეყანაში ხდება არც ხაბეიშვილს და არც გვარამიას არ მოუგონია. ეს არის ჯინ შაჰინის 1973 წელს გამოცემული ნაშრომის "არაძალადობის პოლიტიკა."არაძალადობრივი ზემოქმედების, პროტესტის და დარწმუნება-გადაბირების 198 მეთოდი. 70-იანი წლებიდან ხდება სხვადასხვა ქვეყნებში ამ მეთოდებით სახელმწიფო გადატრიალებები და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. დღეს ეს უკვე ჩვენს ქვეყანაშიც რეალურია. არაერთმა მსგავსმა აქციამ კრახი განიცადა, მაგრამ დღეს, იციან რა, რომ საბოლოოდ კარგავენ გავლენას საქართველოზე, გაძლიერებული ძალებით გვიტევენ, მაგრამ მინდა შევახსენო ამ აქციის ორგანიზატორებს, რომ ჯინ შარფის ამ "საწამლავის" ანტიდოტი საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე მდგომი ბიძინა ივანიშვილია“-წერს ნინო ფოჩხუა

ჩინეთში ერთ-ერთ კლინიკაში კაცი დანით შევარდა

მსოფლიო 1715076240

დაღუპულია ორი და დაჭრილია 21 ადამიანი - ჩინეთში ერთ-ერთ კლინიკაში კაცი დანით შევარდა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, კაცი საავადმყოფოში დანით შევარდა და კლინიკის თანამშრომლებს თავს დაესხა. ინციდენტისას ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.ჩინური მედიის მერ გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ადგილობრივია. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1715076236

ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტის გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის, განცხადებით, მეთიუ მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტის გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.მაჭარაშვილის თქმით, "საქართველო მიიღებს იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ საქართველოში"."ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტის გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ბატონი მილერის და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა არის დასაწუნი და საქართველოში ეს ძალადობა არის მოსაწონი. გამჭვირვალობა ამერიკაში არის მოსაწონი და საქართველოში არის დასაწუნი. გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ არა საერთაშორისო სტანდარტებით და რეალობის გათვალისწინებით, არამედ ისე, როგორც მიგვითითებენ. სწორედ ეს არის ვასალური დამოკიდებულება. ჩვენ, მივიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ საქართველოში და თუ ვინმეს კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა ყველა დიპლომატს, მათ შორის, აშშ-ის ელჩს, რომ სახალხოდ დასვან კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით და პრემიერი სახალხოდ გასცემს პასუხს. როგორც ჩანს, ამის ან ერიდებათ ან ეშინიათ, რადგან ძნელია სიმართლეს გაუსწორო თვალი და ამ ქართულ კანონზე რამე ისეთი კითხვა დასვა, რომელიც ვერ იქნება პასუხგაცემული პრემიერის პრემიერ-მინისტრის მხრიდან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი - "ფარა" ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. 

ცაგარელი

ჰოროსკოპი 1715076120

რამ გამოიწვია ამინდის მკვეთრი ცვლილება - მიხეილ ცაგარელის განმარტება

მიხეილ ცაგარელის განმარტებით, ამინდის მკვეთრი ცვლილება მზეზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ასტროლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციონ და მომდევნო დღეები მშვიდად განვლონ.„სულ ამას მეკითხებიან, რა ხდება ცაში, რადგან გაუთავებელი წვიმაა და მკვეთრად აცივდა. ეს მოვლენები მზეზე ძალიან სერიოზულ აქტივობასთანაა დაკავშირებული. ახლა არის მზის ზედმეტად აქტიური ფაზა - უკვე 20 ამოფრქვევა იყო.  6-ქულიანი სისტემიდან, შტორმული სიტუაცია 5 ქულით ფასდება. ეს ამოფრქვევები დედამიწის გეომაგნიტიზმზე ძალიან მოქმედებს და ეს ცვლის, მათ შორის, ჩვენი ამინდის ხასიათს. ამიტომ, კვირა ყურადღებით უნდა გავიაროთ,“ - ამბობს ცაგარელი.

მშენებლობა

ბიზნესი 1715075640

მშენებლობა გაძვირდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა.საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.9-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.უწყების ანგარიშის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 35.3-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.4-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 1.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.2 პროცენტით.