მშენებლობა გაძვირდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საქსტატი

მშენებლობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.9-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

უწყების ანგარიშის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 35.3-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.4-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 1.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.2 პროცენტით.