ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ჯო ბაიდენმა და იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ღაზაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს

მსოფლიო 1715082866

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა კვლავ დაიწყო იერიში რაფაჰში, რაც დიდ სამოქალაქო მსხვერპლს გამოიწვევს - ბორელი

ისრაელის იერიში რაფაჰში, რომელიც ევროკავშირის წევრებისა და აშშ-ის მკაფიო გაფრთხილებების მიუხედავად ტარდება, კიდევ მეტი მშვიდობიანის სიკვდილს გამოიწვევს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.„საერთაშორისო საზოგადოების, აშშ-ის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის მიუხედავად, რაფაჰში იერიში კვლავ დაიწყო. ყველა სთხოვს ნეთანიაჰუს, არ დაესხას თავს. ვშიშობ, ეს კვლავ გამოიწვევს დიდ მსხვერპლს, სამოქალაქო მსხვერპლს. ღაზაში უსაფრთხო ზონები არ არსებობს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.გასულ ღამეს ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

სეტყვა და ძლიერი ქარი

საზოგადოება 1715082570

როდემდე შენარჩუნდება ქვეყანაში უამინდობა - სინოპტიკოსის პროგნოზი

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ 13-14 მაისამდე უმეტესად წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.„ხვალ და ზეგ თბილისში კარგი ამინდია, შემდეგ ისევ იცვლება, მერე ერთი დღით გამოიდარებს, 8-9 მაისს უნალექო ამინდი მოსალოდნელი, 10-ში წვიმაა, 11-ში გამოიდარებს და 12-13-ში ისევ იწვიმებს. დასავლეთშიც ქარია მოსალოდნელი“, - აცხადებს სინოპტიკოსი.მისივე თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. ქარი გაძლიერდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.„12-13 მაისს მთელი საქართველოს ტერიტორიისთვის უამინდობაა. მაგალითად, გუშინდელ დღემდე, დასავლეთში ტემპერატურა +15-20 გრადუსის ფარგლებში იყო, ახლა, მოიმატებს +28-30-მდე, მაგალითად აჭარაში. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში +20-25-ის ფარგლებში დაფიქსირდება.არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 15 მაისამდე“ - ამბობს სინოპტიკოსი.

პროპალესტინური დემონსტრაცია

მსოფლიო 1715082352

ამსტერდამის პოლიციამ პროპალესტინური დემონსტრაციის დარბევისას 125 ადამიანი დააკავა

ნიდერლანდებში პოლიციამ ამსტერდამის უნივერსიტეტში პროპალესტინური დემონსტრაციის დარბევისას 125 აქტივისტი დააკავა. ამის შესახებ AP წერს.გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების ქმედებები „აუცილებელი იყო წესრიგის აღსადგენად“, რადგან პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. ინფორმაცია დარბევის შედეგად დაშავებულებზე არ ვრცელდება.სოციალურ ქსელებში ადგილზე გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელები დემონსტრანტების მიერ აწყობილი ბარიკადების დასაშლელად ექსკავატორს იყენებენ, შლიან კარვებს და დემონსტრანტებს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1715082338

ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები - ლევან ნიკოლეიშვილი

აბა ერთ მწკრივზე დაეწყვეთ პროდასავლეთელები, პირველ მეორეზე გაითვალეთ და გააკრიტიკეთ ნიდერლანდები, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების აღნიშვნა  არ დაგავიწყდეთ! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამსტერდამის უნივერსიტეტში სტუდენტების დარბევის ფაქტზე.ექსპერტის თქმით, საქართველოში ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები."საზიზღარი პოლიცია, როგორ არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, რას  აფუჭებენ, უბრალოდ ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და პროტესტს გამოხატავდნენ... და სად ხდება ეს?!  უი, არ მჯერა ნიდერლანდებში?! ნიდერლანდები, ხომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ერთერთი ზე-დემოკრატიული ქვეყანაა?!  მე თავიდან რუსეთი მეგონა! აბა ერთ მწკრივზე დაეწყვეთ პროდასავლეთელები, პირველ მეორეზე გაითვალეთ და გააკრიტიკეთ ნიდერლანდები, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების აღნიშვნა  არ დაგავიწყდეთ!მეორე, ქვედა  სქრინიც საინტერესოა: „ალა ლუსულ კანონს აპროტესტებენ!“  „რა საკვარლად“ გამოიყურებიან ბავშვები აირწინაღებით? ისე ბავშვები აირწინაღებს თავისით ვერ იშოვიდნენ,უფროსებმა მისცეს, თვითონ კი დაიმალნენ და "ბავშვები" წინ დააყენეს.  ალბათ ცუდი ძიებისგან დარბევისთვის  მზად, რომ იყვნენ.მათ უკან კი ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონარარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები" - წერს ნიკოლეიშვილი.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1715082174

ზელენსკის მკვლელობა აღკვეთეს. დაკავებულია სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმა გახსნეს. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული მხარე თავდასხმის მომზადებაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ივან მალიუკის მკვლელობა იგეგმებოდა.ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს.უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ „ეფ ეს ბეს“ აგენტების ქსელის ერთ-ერთი დავალება პრეზიდენტის დაცვასთან მიახლოებულ სამხედროებს შორის ისეთი შემსრულებლების პოვნა იყო, ვისაც შეეძლო ზელენსკის ჯერ მძევლად აყვანა, შემდეგ კი მოკვლა. მათივე ცნობით, ბუდანოვის მკვლელობა აღდგომამდე იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი უნდა ყოფილიყო.რუსეთის მთავრობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.