ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა კვლავ დაიწყო იერიში რაფაჰში, რაც დიდ სამოქალაქო მსხვერპლს გამოიწვევს - ბორელი

ჯო ბაიდენმა და იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ღაზაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს

ისრაელის იერიში რაფაჰში, რომელიც ევროკავშირის წევრებისა და აშშ-ის მკაფიო გაფრთხილებების მიუხედავად ტარდება, კიდევ მეტი მშვიდობიანის სიკვდილს გამოიწვევს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„საერთაშორისო საზოგადოების, აშშ-ის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის მიუხედავად, რაფაჰში იერიში კვლავ დაიწყო. ყველა სთხოვს ნეთანიაჰუს, არ დაესხას თავს. ვშიშობ, ეს კვლავ გამოიწვევს დიდ მსხვერპლს, სამოქალაქო მსხვერპლს. ღაზაში უსაფრთხო ზონები არ არსებობს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გასულ ღამეს ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.