ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

უძველესი ქანები

მეცნიერება 1715183123

უძველესი ქანები მიუთითებს, რომ დედამიწას მაგნიტური ველი ჯერ კიდევ 3,7 მილიარდი წლის წინ ჰქონდა

3,7 მილიარდი წლის წინ, ადრეულ არქეულ პერიოდში წარმოქმნილი ქანები ამ დროისათვის ყველაზე ძველ ცნობებს გვაწვდის დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ.ეს ის დრო იყო, როცა დედამიწა ჯერ კიდევ მთლიანად წყლით იყო დაფარული და სიცოცხლე ჯერ მხოლოდ მაშინ იწყებდა აღმოცენებას; პლანეტური მაგნიტოსფეროს ახლად აღმოჩენილი კვალი ცხადყოფს, რომ ის უცნაურად ჰგავდა დღევანდელ ასეთ უხილავ სტრუქტურას, რომელიც დღემდე იცავს დედამიწას.აღმოჩენა მეცნიერებს დედამიწის ადრეული ისტორიისა და იმ ფაქტორების გარკვევაში ეხმარება, რომლებმაც წვლილი შეიტანა სიცოცხლის აღმოცენებაში. ამას გარდა, დეტალურმა ანალიზებმა შესაძლებელი უნდა გახადოს დედამიწის მაგნიტური ველის კვალის სხვა ადგილებში გაზომვაც, რაც მისი გლობალური ფორმისა და ევოლუციის შესწავლაში დაგვეხმარება პლანეტის 4,5-მილიარდწლიან ისტორიაში.დედამიწის მაგნიტური ველი არის ვრცელი გარსი, რომელიც ჩვენს პლანეტას აკრავს გარს. მიჩნეულია, რომ ის ღრმად, ბირთვში გამომუშავდება, სადაც გეოდინამოს სახელით ცნობილი კონვექციური, გამტარი სითხის ბრუნვა კინეტიკურ ენერგიას ელექტრულ და მაგნიტურ ველებად გარდაქმნის, რომლებიც კოსმოსშიც გადის.სწორედ ამ მაგნიტური ველის წყალობით გახდა შესაძლებელი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა: ის ატმოსფეროს მზის ქარების მიერ განიავებისგან იცავს, ასევე აკავებს საშიშ რადიაციას. ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მაგნიტური ველი დედამიწის ისტორიის განმავლობაში. როგორი იყო ის ჩვენი პლანეტის ახალგაზრდობაში და როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში?სწორედ ამაში შეიძლება იყოს ქანები ძლიერ გამოსადეგი. წარმოქმნისას, როდესაც ისინი ჯერ კიდევ რბილია, მათში არსებული ნებისმიერი ფერომაგნიტური მასალა შესაბამისობაში მოდის გარე მაგნიტურ გავლენასთან — მაგალითად, დედამიწას გარშემორტყმულ უზარმაზარ მაგნიტურ ველთან.ეს გეოლოგიური ჩანაწერები ავლენს არა მხოლოდ მაგნიტურ ველთან შესაბამისობას, არამედ მის სიძლიერესაც. ყველაზე რთული შესაბამისი ქანის პოვნა და მისი ინტერპრეტირებაა.პირველ რიგში, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ქანს ათბობს, მას ცვლის, შლის წინა მაგნიტურ ინფორმაციას და ზედ ახალს აწერს. სწორედ ამიტომ არის რთული ადრეული მაგნიტური ველის საიმედო ჩანაწერების პოვნა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა, რომ თავად ქანი ძალიან ძველია.ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გეოლოგ კლერ ნიკოლსის ხელმძღვანელობით, ახლახან გრენლანდიაში სწორედ ასეთი ჩანაწერი იპოვა.იქ, რეგიონს, რომელსაც სუპრაკრუსტალურ სარტყელს უწოდებენ, განსაკუთრებული გეოლოგია აქვს — მდებარეობს დედამიწის ქერქის სქელი შრის თავზე, რამაც ის მილიარდობით წლის განმავლობაში დაიცვა ტექტონიკური აქტივობისა და დეფორმაციისგან.ამ ინფორმაციას შორის არის რკინით მდიდარი ქანები. ამ ფორმაციაში არსებული ცირკონის კრისტალების ტყვია-ურანით დათარიღებამ ცხადყო, რომ ზოგიერთი ქანი 3,7 მილიარდი წლის წინ არის წარმოქმნილი.ნიკოლსმა და მისმა ჯგუფმა ამ უძველეს ქანებში მოპოვებული რკინა შეისწავლა, რათა იმ დროის დედამიწის მაგნიტური ველის თვისებები განესაზღვრა. მიღებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ 3,7 მილიარდი წლის წინ მაგნიტური ველის სიმძლავრე სულ მცირე 15 მიკროტესლა იყო. დედამიწის მაგნიტური ველის ამჟამინდელი სიმძლავრე დაახლოებით 30 მიკროტესლაა.ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადრეული გეოდინამო ისეთივე ეფექტიანი იყო, როგორც დღესაა. თუმცა, მზე ყოველთვის ასეთი არ იყო. არქეულ პერიოდში, ის ზედმეტად ახალგაზრდა და გაცილებით აქტიური იყო, ჰქონდა ბევრად უფრო მძლავრი მზის ქარები.ამის საფუძველზე ჩნდება ვარაუდი, რომ მაგნიტური ველის მიერ მზის ქარისგან დაცვა დროთა განმავლობაში გაძლიერდა. ამას შეიძლება გავლენა ჰქონოდა სიცოცხლის აღმოცენებაზე — რაც იქამდე ვერ მოხდებოდა, ვიდრე ეს დაცვა გარკვეულ დონეს არ მიაღწევდა.მიღებული შედეგები შეიძლება ასევე დაგვეხმაროს დედამიწის ატმოსფეროს ევოლუციის შესწავლაში. ეს გახლავთ მტკიცებულება იმისა, რომ არქეულ პერიოდში დაიკარგა დიდი ოდენობით იონიზებული ქსენონი და წყალბადი. გამომდინარე იქიდან, რომ ქსენონი შედარებით მძიმეა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი დიდი რაოდენობით დაკარგვა კარგად დაცული ატმოსფეროდან მომხდარიყო.ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ოდნავ სუსტმა მაგნიტურმა ველმა პოლუსებზე მზის ქარების ზემოქმედება გააფართოვა. ჯგუფის კვლევა აჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია, თუკი მაგნიტური ველის სიძლიერე იმ სკალის ქვედა დაბოლოებაზე იყო, რომელიც მათ გრენლანდიური ქანების საფუძველზე შექმნეს.მეტი კვლევაა საჭირო, რათა განისაზღვროს, როგორ იქცეოდა და იცვლებოდა მაგნიტურ ველი არქეული პერიოდის შემდეგ. თუმცა, ერთი რამ უკვე აშკარაა.„მიუხედავად მისი ზუსტი სიძლიერისა და სტაბილურობისა, ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ დედამიწას არსებითი მაგნიტური ველი ჰქონდა ჯერ კიდევ სულ მცირე 3,7 მილიარდი წლის წინ“, — წერენ მკვლევრები.კვლევა Journal of Geophysical Research: Solid Earth-ში გამოქვეყნდა.

gvtismshobeli

კულტურა 1715182652

"მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ გასაჭირის ჟამს და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“ - დღეს ამ ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის - „მსწრაფლშემსმენლის“ ხსენების დღეა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და წარმოშობით საკმაოდ დაცილებული ჩვენს ხანას. მის ფერებს თითქოს დაუკარგავს თავდაპირველი კოლორიტი, მაგრამ არც თუ მთლად. გარკვეულ წილად ამაში ჩანს განგება ღვთისა: საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად, სწორედ იმიტომ, რომ აღასრულოს სასწაულები და კურნებანი სადიდებლად ღვთისა.ხატი ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერშია და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს:მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმინდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა.ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა-ხოლმე. ერთხელაც, ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა: „აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ სჭვარტლავ ჩემს სახეს“.უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა; არც ანთებული კვარით სიარულისათვის დაუნებებია თავი. გამოხდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?“ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაჰკარგა. ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა და დაუდევრობის გამო. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა: ეგდო ხატის წინ დამხობილი, სანამ არ დადგა დღე.შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულთმოქმედი ხატის წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია საკმეველი. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა. ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებს.ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელჰყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა მისგან: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მსწრაფლშემსმენელად“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“.ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აეხილა.ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმინდა მთაზე და მრავალი ბერი, მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს. ამასობაში, ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელისგან მოპირდაპირე მხარეს, მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული, გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ მსოფლიო მშვიდობისათვის.მსახურ მღვდელს ევალება თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას. „მსწაფლშემსმენელის“ სამლოცველოში კვირაში ორჯერ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულობას წარმოადგენს ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობელად. ამ კანდელების ზეთიც შემოწირულია.ღვთაებრივი „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა თვალი, კოჭლებმა იწყეს სიარული, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვეები და მრავალი სხვა. დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებით და შემუსრვილი გულით.1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში, ერთ-ერთი ასლი კი საქართველოს საპატრიარქოშია დაცული. ***ლ ო ც ვ ა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ(ევედრებიან მრავალთა უძლურებათა - სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას)ტროპარი, ხმა 4ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.ლოცვაჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღვთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღვთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ. ასევე დაგაინტერესებთ:"ივერიის ღვთისმშობლის ხატმა მადლი საქართველოში წაიღო და ათონის მთაზე წყაროც ამიტომ დაშრაო..." - რომელ ტაძარშია ეს ხატი„სოხუმიდან გამოგზავნილი ლიმონი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ეზოში ჩავრგე... 44 წელია მას სურვილების ხეს“ ეძახიან“ - კაცი, რომელიც ნატო გელაშვილს ღმერთმა გამოუგზავნა

სვანეთი

საზოგადოება 1715181903

სვანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მეთორმეტეკლასელებმა გამოსაშვები საღამო გააუქმეს

სვანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მეთორმეტეკლასელებმა გამოსაშვები საღამო გააუქმეს.,,პოსტს ვდებთ ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელების სახელით!დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ იმ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს რაიონში დატრიალდა, თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, სკოლებს, მეგობრებს, ახლობლებს!რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, რომ უარი ვთქვათ გამოსაშვებ საღამოზე და მცირედი პატივი მაინც მივაგოთ ჩვენი გარდაცვლილი თანატოლების ხსოვნას! უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი - ეკა, საბა, გიორგი! მუდამ ჩვენს გულებში!გიმნაზიის მეთორმეტე კლასი!“, - წერია პოსტში.

მაია ჯაბუა

საზოგადოება 1715180757

მაია ჯაბუა იუბილარია - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს

მაია ჯაბუა, რომელიც მთელმა საქართველომ ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში გაიცნო, იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მომღერალი 62 წლის გახდა. მომღერალს დაბადების დღეს ემოციურად შვილმა, ლიზა ყენიამ მიულოცა და სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა:„დღეს ჯადოსნური დღეა, იმიტომ რომ შენ დაიბადე! მიყვარხარ” – წერს ლიზა ყენია.შეგახსენებთ მაია ჯაბუა 1971-1986 წლებში ბავშვთა ვოკალური ანსამბლის „მზიურის” ვოკალისტი იყო. მის კარიერაში უამრავი ცნობილია ჰიტია, რომელიც სხვადასხვა დროს, ქვეყნის წამყვანმა კომპოზიტორებმა შექმნეს. 2016 წელს ფილარმონიის წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა.

გიორგი ონიანი

პოლიტიკა 1715180188

გიორგი ონიანი: ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან... პროკურორი ვერ მისდის სამსახურში... მინისტრი სახლიდან აძლევს ინტერვიუს... მათ აქვ სამოქმედო... ეს გეგმა უნდა გქონდეს...

For.ge-ს მიერ, ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარული ჩანაწერები. გიორგი ონიანი: „ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან... პროკურორი ვერ მისდის სამსახურში... მინისტრი სახლიდან აძლევს ინტერვიუს... მათ აქვთ სამოქმედო... ეს გეგმა უნდა გქონდეს...“