VIDEO: მაროკოელი ქალი 46 წლის განმავლობაში ორსულად იყო

ორსული

მედიცინის ისტორია სავსეა უცნაური შემთხვევებით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მაროკოელ ქალს გადახდა თავს. 
46-წლიანი ორსულობის უნიკალური შემთხვევა სწორედ მაროკოში რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა - ზაჰრა

ყველაფერი 1955 წელს წელს დაიწყო, როდესაც 24 წლის მაროკოელი ქალი ზაჰრა აბუტალიბი დაორსულდა. ორსულობა მშვიდად და გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.

9 თვის შემდეგ ზაჰრას სამშობიარო ტკივილები დაეწყო და კლინიკაში წაიყვანეს. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა საკეისრო კვეთა და აქ უცნაური რამ მოხდა - ქალმა დაინახა სამშობიარო გართულებებით როგორ გარდაიცვალა გოგონა და შეშინებული საავადმყოფოდან გაიქცა...

მაროკოელთა ტრადიციის თანახმად, ჩვილს დედის საშვილოსნოში დარჩენა განუსაზღვრელი დროით შეუძლია, რადგან ითვლება, რომ ხანგრძლივი ორსულობა დედას ღირსებას უნარჩუნებს

სამშობიაროდან გაქცეულმა ზაჰრამ მაროკოელთა ტრადიცია მოიმიზეზა და ორსულობა 46 წლით გაიხანგრძლივა!

თუმცა საბოლოოდ, ამ გახანრძლივების მიზეზი სულ სხვა რამ აღმოჩნდა.

ზაჰრას წლების განმავლობაში პერიოდული მუცლის ტკივილი აწუხებდა, რომელიც 70 წლის ასაკში აუტანელი გახდა. 2001 წელს ქალმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართა, რომლებმაც ულტრაბგერითი სკანირების შემდეგ ფალოპის მილში ემბრიონის მსგავსი წარმონაქმნი აღმოაჩინეს. ეს უჩვეულო აღმოჩენა იყო - როგორც წესი, საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს ფალოპის მილი სკდება და ქალი იღუპება. მაროკოელ ქალს ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა.