ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია თოვლიც - ერთი თვის ამინდის პროგნოზი
1742230743
აშშ-ის სამხრეთ და შუა დასავლეთ ნაწილში შტორმს და ტორნადოს, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მისურის, არკანზასის, ტეხასის, ოკლაჰომას, კანზასის, ალაბამასა და მისისპის შტატებში.
კანზასში ქვიშის ქარიშხლის გამო დაზიანდა 50-ზე მეტი ავტომობილი, რასაც, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის არკანზასში, ჯორჯიასა და ოკლაჰომაში, სადაც ტყის ხანძრები მძვინვარებს. მისურიში, სადაც 19 ტორნადო დაფიქსირდა, სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. გუბერნატორის, მაიკ კეჰოს განცხადებით, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 250 ათასზე მეტ ობიექტს.