თქვენი ლაპარაკის მანერით შეიძლება დადგინდეს, გემუქრებათ თუ არა ალცჰაიმერის დაავადება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერი

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის მქონე ადამიანების მეტყველების ნიმუშებს აანალიზებს. ალგორითმს წინასწარ შეუძლია განსაზღვროს მსუბუქი კოგნიტური დარღვევის, MCI-ის პროგრესირება და 78,5%-იანი სიზუსტით დაადგინოს გადაიქცევა თუ არა ის ალცჰაიმერის დაავადებად.

აღნიშნული კვლევა, გუნდის წინა კვლევის გაგრძელებაა, რომლის დროსაც ხელოვნური ინტელექტი 1000-ზე მეტი ადამიანის ხმის ჩანაწერების გამოყენებით ავარჯიშეს, რათა მას კოგნიტიური დარღვევების ზუსტი აღმოჩენა შესძლებოდა.

მეცნიერების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, 63-97 წლის ასაკის 166 მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის მქონე ადამიანის ტრანსკრიბირებული ხმის ჩანაწერებით ავარჯიშეს. გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებმა უკვე იცოდნენ რომელ პაციენტს განუვითარდა ალცჰაიმერის დაავადება, მანქანური სწავლის მოდელი გამოიყენეს იმ კანონზომიერებების დასადგენად, რომლებიც ალცჰაიმერის ჩამოყალიბებასთან იყო კავშირში და 90 ადამიანს აერთიანებდა. გაგრძელება