28 სექტემბერს შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1790501197
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მცირეწლოვანი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მყოფებს მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.