1793992033
ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა - ბათუმში მომხდარი ავარიის დეტალები
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი, დაშავდა სამი ადამიანი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მყოფებს მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.











