ქალმა განქორწინება ქმრის ზედმეტი სიყვარულის გამო მოითხოვა (უცხოეთი)

განქორწინება

არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქემ გადაწყვიტა ქმარს იმის გამო გაშორდეს, რომ კაცს ის გადაჭარბებულად უყვარს. ამის შესახებ Khaleej Times-ი წერს.

ადგილობრივი გაზეთის ცნობით, ქალს ის არ მოეწონა, რომ 1-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მასთან არასდროს უკამათია და მის მიმართ სულ თბილი დამოკიდებულება აქვს.

„მინდა ხან ვიკამათო ან წავეჩხუბო, თუმცა ჩემს რომანტიულ ქმართან ეს შეუძლებელია, რომელიც მუდმივად მპატიობს და საჩუქრებით მანებივრებს“,- ამბობს ქალი.

ქმარმა მოსამართლეს სთხოვა ცოლს ურჩიოს, რომ განქორწინებაზე განცხადება უკან გაიტანოს. 

✕