NASA ახალ რაკეტას მთვარეზე პირველი მისიისთვის ამზადებს

nasa

ამერიკის კოსმოსური სააგენტო ახალ რაკეტას Space Launch System (SLS) მთვარეზე პირველი ფრენისთვის ამზადებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტა უკვე ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრშია,ინჟინერები ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ.

პირველ ფრენას 3 სავარაუდო თარიღი აქვს - 29 აგვისტოს, 2 ან 5 სექტემბერი. სატესტო ფრენა ეკიპაჟის გარეშე განხორციელდება, თუმცა მომავალში ასტრონავტები მთვარეზე მისია Artemis-ის ფარგლებში სწორედ ამ რაკეტით მოხვდებიან.