ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღით დააკავეს

ნანუკა ჟორჟოლიანი

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე 2025 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტს უკავშირდება და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის ხელოვნური შეფერხების შექმნას ეხება.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეწამყვანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.