NASA-ში ასტრონავტების დეფიციტია

სურათები

NASA-ს კვლევითი კომიტეტის ახალი ანგარიშის თანახმად, სააგენტოს მომავალი მასშტაბური კოსმოსური მისიების განსახორციელებლად, საკმარისი რაოდენობის ასტრონავტები არ ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას Space-ი ავრცელებს.

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევითი კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს ახლა მხოლოდ 44 ასტრონავტი ჰყავს, რაც ყველაზე მცირეა 1970-იანი წლების შემდეგ. ასტრონავტების ყველაზე დიდი რაოდენობა 2000 წელს დაფიქსირდა  - 150 ადამიანი, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე პენსიაზე გავიდა ან სხვა მისიაშია ჩართული.

NASA მასშტაბური მთვარის მისიის, „არტემისის“ დაწყებას გეგმავს. კვლევითი კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ სააგენტომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ახალი ასტრონავტების მოსამზადებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მთვარის მისია ვერ განხორციელდება.

ასტრონავტის მომზადებისთვის მინიმუმ 2 წელია საჭირო, ფრენისთვის  მზადდება კი 1-დან 2 წლამდე გრძელდება.

იმის მიუხედავად, რომ NASA-მ "არტემისის" მისიისთვის 18 ასტრონავტი უკვე შეარჩია, შესაძლოა, 2024 წლამდე, მთვარეზე ფრენისთვის მათი მომზადება ვერ მოასწროს.