1747174002
ტონგას ვულკანმა, შესაძლოა, დედამიწაზე კლიმატის ცვლილება გამოიწვიოს - NASA

ტონგას ვულკანის, ჰუნგა ტონგა - ჰუნგა ჰააპაის ამოფრქვევამ სტრატოსფეროში უპრეცედენტო რაოდენობით წყალი გაუშვა, რაც, სავარაუდოდ, დედამიწის კლიმატზე იმოქმედებს. ასეთია NASA-ს მეცნიერთა მოსაზრება.
"ჩვენ არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ“, - თქვა ატმოსფეროს მეცნიერმა ლუის მილანმა.
ცნობისთვის, ვულკანის სიგანე 12 მილზე მეტია, ის 15 იანვრის ამოიფრქვა.