დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ასეთ ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი პრემიერ - მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.
„დანიის და ზოგადად, ევროპელი კოლეგების მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედებები არა ორმაგი, არამედ არის უსტანდარტობა. როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ასეთ ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა“, - აღნიშნა ლაშხმა.