ავარია ჩოხატაურში - დაღუპულია ექიმი
1737311931
გამომგონებლებმა ლას-ვეგასის ელექტრონიკის გამოფენაზე მზის ქუდი, EcoFlow Power Hat წარადგინეს, რომელსაც ერთდროულად ორი ტელეფონის დატენა შეუძლია. ამისთვის საჭირო მხოლოდ ისაა, რომ ქუდი გარკვეული დროით გარეთ, ღია ცის ქვეშ უნდა მოხვდეს.
საქმე ისაა, რომ ქუდში პატარა მზის პანელებია მოთავსებული. ქუდში ასევე განთავსებულია USB‐A და USB‐C-ის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ორი ტელეფონის ერთდროულად დატენა. ახალი მოწყობილობა ადვილად იკეცება და ჯიბეშიც მარტივად ეტევა.