VIDEO: მერაბ დვალიშვილისა და გიორგი მამარდაშვილის საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს
1737313539
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს:
„19 იანვრის საღამოსა და 20 იანვრის ღამეს - დაბლობსა და ბარში წვიმა ზოგან შესაძლოა თოვლჭყაპში გადავიდეს, თუმცა თოვლის საფარის ჩამოყალიბება ნაკლებ სავარაუდოა.
ტემპერატურა ყველგან იქნება დაბალი, ზღვაზე ღელვა 5 ბალამდე მოიმატებს, მდინარეებში კი წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.
ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი ალბათობის გამო, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ წყალში შთაფლვის რიტუალთან მიმართებაში, გთხოვთ იყავით ფრთხილად“, - წერს მეტეოროლოგი.