მთვარიდან ჩამოტანილ მიწაში ჩარგულმა მცენარეებმა გაიხარეს - ნახეთ, მეზობელი პლანეტის გრუნტში გაზრდილი მცენარეები (ფოტოები)

mcenareee

მეცნიერებმა პირველად გაზარდეს მცენარე მთვარის გრუნტში. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტი აშშ-ში, ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევრებმა 1969-1972 წლებში, მთვარეზე მისია „აპოლონის“ დროს მოპოვებული ნიადაგი გამოიყენეს, რომელშიც კრეს-სალათის მონათესავე სახეობის თესლები დათესეს.

მცენარემ ჩარგვიდან ორ დღეში გაიხარა.

მეცნიერების თქმით, ექსპერიმენტის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დიდი ნაბიჯია ადამიანის მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობისთვის, შორეულ მომავალში კი ეს დედამიწაზე საკვების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება.

NASA მთვარეზე პილოტირებულ ფრენას 2025 წელს გეგმავს.