მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
NASA-ს ზოდნმა Parker Solar Probe-მა ვენერას ზედაპირის ფოტოები ხილულ სინათლესა და უახლოეს ინფრაწითელ დიაპაზონში გადაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ nasa.gov-ი ავრცელებს
ჩვეულებრივ, მზიდან მეორე პლანეტის ზედაპირი ღრუბლებით არის დაფარული, მაგრამ სპეციალური ტექნოლოგიის (Wide-field Imager for Parker Solar Probe (WISPR)) დახმარებით ზონდმა ვენერას სქელ ატმოსფეროში შეაღწია და მისი ტოპოგრაფიის დეტალებს ახადა ფარდა.
ძლიერი ინფრაწითელი გამოსხივება ვენერას ზედაპირის გაცხელების (+464 გრადუსამდე) შედეგად ჩნდება. ამასთან, შემადგენლობით განსხვავებული ქანი განსხვავებულად ცხელდება და, რასაც WISPR-ი მარტივად ამჩნევს.
შედეგად, ახალი ფოტოები სპეციალისტებს პლანეტის ზედაპირის გეოგრაფიასა და მისი ზედაპირის შემადგენლობაზე მანამდე მიღებული მონაცემების დაზუსტებას აძლევს.
ახალი გამოსახულებები მეცნიერებს ვენერის ევოლუციის, გეოლოგიისაა და მინერალური შემადგენლობის უკეთ გაგებაში დაეხმარება. ამ პლანეტის დედამიწასთან მსგავსების გათვალისწინებით, შესაძლოა ეს სპეციალისტებს დაეხმარება გაარკვიონ, რატომ გახდა ვენერა სიცოცხლისთვის უვარგისი, დედამიწა კი არა.
„პარკერი“ კოსმოსში 2018 წლის აგვისტოში გაუშვეს. მისია თითქმის 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მზეს 24-ჯერ მიუახლოვდება.