მეცნიერებმა აღმოაჩინეს გიგანტური გალაქტიკა, რომელიც ორჯერ აღემატება ირმის ნახტომის ზომას

კოსმოსი

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჩვეულო გალაქტიკა , რომელიც ცხრა კონცენტრირებული რგოლისგან შედგება. უზარმაზარ გალაქტიკას „LEDA 1313424" მეტსახელად „ხარის თვალი" შეარქვეს. მან თავისი უცნაური ნიმუში დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ, გაცილებით პატარა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად მიიღო.

„შეჯახებამ გამოიწვია ამ ცხრა შთამბეჭდავი სიმეტრიული რგოლის ფორმირება, რომლებიც ახლა ფართოვდებიან და აგზავნიან გაზს ბირთვიდან ოდნავ უფრო შორს“,- განმარტა იელის უნივერსიტეტის ასტრონომიის დოქტორანტმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან მან დაამყარა ახალი რეკორდი რგოლების ყველაზე დიდი რაოდენობით, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ამ ტიპის გალაქტიკურ სტრუქტურაში.

მკვლევარმა შეძლო ხარის თვალის დანახვა მიწის კვლევის შედეგად მიღებული სურათების შესწავლისას, რომლებმაც გამოავლინეს რამდენიმე გამოჩენილი რგოლი.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხარის თვალის გარე კიდეებზე ხილული სუსტი მასალა შედგება დიდი, გაცვეთილი რგოლისაგან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ გალაქტიკას აქვს დიდი დიამეტრი - დაახლოებით 250 ათასი სინათლის წელი, რაც თითქმის ორნახევარჯერ აღემატება ჩვენს ირმის ნახტომს.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ხარის თვალის გიგანტური ზომა მიუთითებს გადასვლას შეჯახების რგოლის გალაქტიკიდან სხვა კატეგორიაში, რომელიც ცნობილია როგორც დიდი დაბალი ზედაპირის სიკაშკაშის გალაქტიკა.

„ამ კვლევამდე ასეთი ევოლუციური გზის არსებობის დამადასტურებელი დაკვირვების მონაცემები არ არსებობდა“, - ხაზგასმით აღნიშნა კვლევის ავტორმა.